• RSS

Monday, August 31, 2009

მე ისევ თქვენთან ვარ!

გუშინ ჩამოვედი აგარაკიდან! გემრიელად დავისვენე, რომ იტყვიან... მარტყოფში ვიყავით მე, ჩემი და, 2 ბიძაშვილი და 2 დეიდაშვილი... ეს მარტო ბავშვები, მიყვარს ნათესავებთან ერთად დასვენება! ან სულ მარტო უნდა ვიყო, ან ბევრ ხალხთან ერთად, სხვანაირად არ შემიძლია.
ხო და კიდევ, ერთი სული მაქვს სკოლა როდის დაიწყება, ყველა მომენატრა, ყველაფერი მომენატრა! ისე, მთლად "ყველასაც" ვერ ვიტყოდი! :D :P
ძალიან დაძაბული წელი მელის წინ... მაგრამ მომავალი უფრო დაძაბული იქნება :( მოკლედ ძალა უნდა მოვიკრიბო!

ხო, კიდევ ბოლო დღეს აღვფრთოვანდი ერთი სანახაობით! ახალსოფელში ჩვენს ნათესავს აქვს სტალინის ბაღ-მუზეუმი. არ მქონდა ნანახი და გუშინ ვნახე, ყბაჩამოვარდნილი ვათვალიერებდი, რა გორი, რის გორი, ეგ უნდა იყოს სტალინის მთავარი მუზეუმი და თემური ბიძია კიდე გენიოსად უნდა შერაცხონ! არავინ მიუხმარებია, საკუთარი ხელებით ააშენა ის სასახლე! ერთი ოთახია კიდევ, ცვილისგან გაკეთებული სტალინი წევს კუბოში, ყოველგვარი ყალიბების გარეშე გამოუძერწავს, მოკლედ გაგიჟებული ვარ! სურათებს დავდებ მერე...
მინდა რომ ვილაპარაკო, ვილაპარაკო, მაგრამ სათქმელი მელევა, კი არადა, იმდენია ვეღარ ვიხსენებ! :დ

1 comments:

clown said...

მეც ერთი სული მაქვს სკოლა როდის დაიწყება ^^

ხოდა სტალინის ბაღ-მუზეუმის სურათები დადე რა მაინტერესებს ^^