• RSS

Tuesday, September 1, 2009

ძველი პირველი სექტემბერი


   სულ რაღაც 11 წლის წინ, დღევანდელ დღეს სკოლაში წავედი, თეთრი პერანგი და შავი ქვედაბოლო მეცვა, წითელი ჩანთა მქონდა აკიდებული და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, უკვე სკოლაში უნდა მევლო. ბაღში არასდროს მივლია, ამიტომ გაკვეთილები და სწავლა-განათლება უცხო იყო ჩემთვის.
  ძალიან ცელქი ვიყავი, მაგრამ ვერ ვგიჟობდი ხოლმე გაკვეთილებზე, დედაჩემი მასწავლებლად მუშაობდა ჩვენს სკოლაში და ვიცოდი, რომ გაიგებდა. გაკვეთილებიდან გასვლას ვთხოვდი მასწავლებლებს ტუალეტში და კიბეებზე ვსრიალებდი იმ გაქათქათებული კოლგოტებით და პერანგებით, ენერგია რომ დამეხარჯა. :)) მერე დედაჩემს უთხრა ვიღაც მასწავლებელმა და "გავილახე" კიდეც :))
  ზეიმები მახსოვს კიდე კარგად, პირველად ინგლისურის მასწავლებელმა დაგვადგმევინა ზეიმი, პატარა სპლიყვის როლი მქონდა. მერე ციყვის. კასეტებზე მაქვს ჩაწერილი და რომ ვუყურებ მსიამოვნებს ხოლმე :) 
  მოკლედ, მართალია ჩვენი გადაჯიშებული მთავრობის ხელში ჩვენც გადავჯიშდით, მაგრამ ჩემი ასაკის და ცოტა უფრო დიდები ხომ დღევანდელ დღეს შეხვედით პირველად, როგორც იტყვიან, "ცოდნის ტაძარში"?! გილოცავთ!
  ხო, მართლა, ლატვიაში დღევანდელ დღეს ცოდნის დღესასწაულს აღნიშნავენ, მეც ცოტა ხნის წინ გავიგე! ამასაც გილოცავთ! ეს კი 6 წლისას, სკოლაში შესვლამდე რამდენიმე თვით ადრე გადაღებული ფოტოა. რა სასაცილო ვარ! :))

3 comments:

clown said...

მე ეხლაც მიხარია... 14-ში იწყება და პირველ კლასელივით ერთი სული მაქვს როდის მოვა ეს რიცხვი :>


:D

Tomushka said...

როგორ მიყვარდა პირველი სექტემბერი ნეტა იცოდე :)

natia said...

იმის გამო რომ დედაჩემი ჩემს სკოლაში მასწავლებელი იყო:)სკოლა გამოვიცვალე, პირველ კლასში:) იძულებული გავხადე გადავეყვანე სხვა სკოლაში:)აუტანელია იმ სკოლაში სწავლა სადაც ყველა ისე გექცევა ვითომ თოჯინა ხარ