• RSS

Thursday, September 3, 2009

იკითხეთ ბევრი!

   ალბათ, ბევრს სდომებია სასურველი წიგნის შოვნა, მერე კი ან დავიწყებია, ან დაზარებია, დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ დღეს დღეობით უამრავი საშუალებაა, რაც წიგნს შეგიცვლით, მასზე უარს გათქმევინებთ.
  ძალიან მაშფოთებს ის ფაქტი, რომ საქართველო 45 ქვეყანაში ბოლოდან მე-8 ადგილზეა წიგნიერების მხრივ, ამიტომ მინდა საქმე გაგიადვილოთ და მოგეხმაროთ.
  სოფის ბლოგზე, ალბათ, ბევრს გინახავთ ვიდეო-პოსტები, რომლებიც ამა თუ იმ წიგნს ეხება. რჩევები, რომლებიც ნამდვილად გვეხმარება.
  მე კი მინდა მზა-მზარეული მასალა მოგაწოდოთ და თუ კომპიუტერში კითხვა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნამდვილად შემძლებია თქვენი დახმარება. 
  ჩემს ბლოგზე შემოგთავაზებთ PDF ფაილების წიგნებს, რომელსაც ასევე ექნება ჩემი კომენტარი, რათა უფრო დაგაინტრიგოთ და დაგაინტერესოთ.
  ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, იდეაში მაქვს, ჩავატარო ხოლმე გამოკითხვა, რაც გამარჯვებულს გამოავლენს და პატარ-პატარა პრიზებს მოაპოვებინებს. გისურვებთ წარმატებას! ;)

2 comments:

clown said...

კაი იდეაა ძაან ^^

უბრალოდ said...

kargi azria : ) tumca me mainc cignis cakitxvas vamjobinebdi . midzneldeba komptan jdoma -tvalebi megleba advilad.
getanxmebi cudi mdgomareobaa saqartveloshi mag mxriv - arada ar velodi eget shedegebs :(