• RSS

Friday, September 4, 2009

თეოდორ დრაიზერი

  მაშ ასე! დღეს ვდებ პირველ წიგნს ჩემს ბლოგზე. ეს არის თეოდორ დრაიზერის ჯენი გერჰარდტი.
  ძალიან ცხოვრებისეული წიგნია, ვისაც სასიყვარულო ამბების კითხვა და მასზე ტირილი უყვარს, შეუძლია თამამად გადმოწეროს.


  დრაიზერი ერთ გოგონაზე ყვება, რომელიც საოცრად ღარიბ ოჯახში ცხოვრობს, ერთ დღესაც დედამისი და თვითონ სასტუმროს მიადგებიან სამსახურის საშოვნელად. ამ სასტუმროში ჯენი ერთ კაცს გაიცნობს,სენატორ ჯორჯ სილვესტერ ბრენდერს, ასე იწყება მათი რომანი, რომელსაც კარგი დასასრული არ უწერია. სამწუხაროდ, ჯორჯი კვდება... მისგან კი შვილი რჩება ჯენის.


  ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟების სახელების და სიუჟეტის აღსადგენად ერთხელ კიდევ გადავხედე, დღემდე შემომრჩა ის შთაბეჭდილებები წიგნის ბოლო ნაწილმა რომ დამიტოვა.როდესაც დავხურე, ვსლუკუნებდი. მოკლედ საოცარი წიგნია! გირჩევთ, რომ წაიკითხოთ!


P.S. „ჯენი გერჰარდტი“ (ინგლ. Jennie Gerhardt) ამერიკელი მწერლის თეოდორ დრაიზერის რომანი, რომელიც 1911 წელს გამოქვეყნდა. რომანში მწერალი შეეცადა რეალისტურად აესახა კაპიტალისტური სამყაროს „მაღალი საზოგადოების“ მახინჯი ყოფა, მისი მანკიერი თვისებები.


გერჰარდტების ოჯახის აღწერისას მწერალმა ბევრი ავტობიოგრაფიული ამბავი გამოიყენა. დიდია მსგავსება მოხუც გერჰარდტსა და მწერლის მამას შორის. თვითონ დრაიზერი ჯენი გერჰატდს თავის ყველაზე საყვარელ გმირად თვლიდა.


რომანში დაპირისპირებულია უბრალო, მშრომელი ადამიანებისა დაგამდიდრების ჟინს აყოლილი, მომხვეჭელი კაპიტალისტების ბუნება.(from wikipedia)



გადმოწერა 

1 comments:

A n I k a ... said...

es wigni diidi didi xnis win (anu ase 2 wlis win) wavikitxe daa martla bevri vitire. kargi wignia