სხივი მოადგა მაღალ დიკლოს მთას
და თოვლი ოფლად ჩამოადინა...
ნაბადმოსხმულმა ერთმა მეცხვარემ
ციკნები ფერდობს შემოაფინა.
ძარღვებდაჭიმულ ვიწრო ბილიკზე
ცხენს მიაგელვებს თუში თმებგაშლილს...
გვერდზე სოფლიდან ისმის სიმღერა
და მზე ეხვევა თუშურ თექაში.
ქალები წყაროს წყალზე ჩასულან,
შაირობენ და თან უხარიათ...
დიკლოს მთის ფონზე მოჩანს შენაქო,
იქ - პირიქითი ალაზანია...
შეიყრებიან ერთად თუშები
ყანწებით, ცხვარით, დიდი ლხინითა,
წოვა-თუშურად კიდეც მღერიან
ზემო ომალოს მედგარ ციხიდან.
დიდი ხნის პაუზის შემდეგ, როგორც იქნა ვშობე კიდევ ერთი ლექსი...
1 comments:
დაგტაგეე :*
http://bloody-clown.blogspot.com/2009/11/blog-post.html
Post a Comment