მოკლედ, დავიწყოთ თავის მართლებით... :))) ტრიმესტრი მთავრდება და დრო აღარ მაქვს და... ა.შ.
დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დღე მქონდა,
"ფერადი დღე იყო, ფერადი" :))) ჩემი ნინზა დამცინის ხოლმე ერთ-ერთ "ბედნიერ პოსტზე" :))) ჯერ ვიყავი სკოლაში, ლიტერატურის სასკოლო წერა გავარჩიეთ, ხვალ მათემატიკაში მაქვს... :) ცოტა ვღელავ, მაგრამ უკვე მივეჩვიე ღელვას მათემატიკისთვის... :) მერე წავედი თავისუფლებაზე, იქაც "ბედნიერობები" მოხდა... :) თეატრში მივდიოდით კიდე კლასელები და სკოლელები, "ვერიკოს თეატრში", ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი იყო, იკეტება ჩვენი საყვარელი მთავრობის წყალობით... :ს
თეატრიდან ჩვენს დამრიგებელს ჩავავლეთ ხელი ხუთმა გოგომ და მაკდონალდსში შევედით იქვე.... :) ცოტა-ცოტა ვიჭორავეთ და ახლა მოვედი სახლში... რაღაც სავსე ვარ სიხარულით, კარგ განწყობაზე ვარ... :)
მინდოდა, დაწვრილებით მომეყოლა ყველაფერი, თქვენც რომ გამეხალისებინეთ, მაგრამ ზარმაცობის ეშმაკები შემომიჩნდნენ ისევ... :) ახლა წავედი და მალე დავბრუნდებიი... მარად თქვენი კანარიო :)
0 comments:
Post a Comment