რამდენიმე თვეა სერიოზულად ჩამითრია და დღე არ გავა, რომ არ შევიდე და ჩემს პატარა კნუტს არ დავხედო... :) მინდა, წარმოგიდგინოთ კანარიო ჯუნი2 :)
ამ პატარა საყვარელ არსებას უკვე საკუთარი სახლიც აქვს, რომელსაც თვითონ დაგათვალიერებინებთ და აგიხსნით, რა რა არის... :)
ეს საძინებელია, დროის უმეტეს ნაწილს აქ ვატარებ, მიაუ, ვიპრანჭები, ტელეფონზე ვლაპარაკობ დაქალებთან, ყავას ვსვამ ნამცხვრის კარამელთან ერთად და მერე დაღლილს მეძინება ხოლმე... :)
ეს სააბაზანო ოთახია, მაქსიმალურად შევეცადე, კომფორტული გამომსვლოდა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჯაკუზში ნებივრობა და კრუტუნი... მიაუ :)
ეს სამზარეულოა, ყველაზე გემრიელი და მადის აღმძვრელი ოთახი მთელ სახლში... :)
ძალიან მიყვარს ჩემი ოთახი-გარდერობი, სადაც უამრავი თანსაცმელი მაქვს, დარწმუნებული ვარ, კიდევ დაემატება სხვა ტანისამოსიც... ხანდახან თვითონაც ვკერავ ხოლმე...
და ბოლოს... ეს ჩემი კაბინეტია, ხშირად ვზივარ ამ წითელ დივანზე და წიგნს ვკითხულობ, ძალიან მიყვარს კომპიუტერთან მუშაობაც... წეღან სტუმარი გავაცილე და ფინჯნებია ასალაგებელი... :) მიაუ!
აი, ასეთი ფისუნია მყავს... ძალიან მიყვარს და ძალიან ვეფერები ხოლმე... :)
0 comments:
Post a Comment