დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში, როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, ალუბლობის მე-2 ტურში გასული მოზარდები შევიკრიბეთ... ერთი მასტერკლასი და ერთი ლექცია ჩაგვიტარდა. მასტერკლასი ზოგადად წერას ეხებოდა, მანანა ბეგიაშვილი უკვე წლებია ამ საქმეს ემსახურება და თამამად ვიტყვი, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ, მათ შორის მეც! :-)
ლიკა ("ნიუ არტ"-ის ორგანიზატორი) და მანანა (ჩვენი ლიტერატურული სახელოსნოს ხელმძღვანელი)
ახლა კი დღევანდელი დღე:
ბავშვები ორ ჯგუფად გავიყავით, ჩვენ ჯერ მასტერკლასი ჩაგვიტარდა, რამდენიმე სავარჯიშო გავაკეთეთ... მერე თქვენც გასწავლით, ერთ პოსტში... ;-)
ამ ლექციის შემდეგ ლანჩი გვქონდა, სამწუხაროდ, ფოტოები ვერ გადავიღე, ელემენტი დამიჯდა და სანამ არ დავტენე, ვერ ჩავრთე ფოტოაპარატი... :-(
ამ ყველაფრის შემდეგ, ბატონი ბუბა კუდავას ლექციას დავესწარით, საინტერესო იყო, ისტორიაზე გვესაუბრა. ვიმსჯელეთ ისტორიის დანიშნულებებზე ლიტერატურაში... მე კმაყოფილი ვარ!
ხვალ დაჯილდოვებაა, თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ მობრძანდეთ! ;-) სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კორპუსში, მე-3 სართულზე.
თუ გეცოტავათ ფოტოები, მე მაპატიეთ, რთულია, თან ჩართული იყო ამ ღონისძიებებში, თან მონაწილე იყო და თან ფოტოგრაფი. ფოტოგრაფად გოგა ჩანადირი გვყავდა და მის სურათებს www.alubloba.org.ge -ზე იხილავს, ალბათ, უახლოეს მომავალში.
ვინც მოსვლას ვერ მოახერხებს, ხვალისას ხვალ შეგატყობინებთ ;-)
1 comments:
hxe hxe..
mec viysvi alublobaze da is mocucqnuli leptopuka movige.. :)))
http://tamok-vasasi.blogspot.com/2009/12/blog-post_20.html
ai.. :)
Post a Comment