პირველ რიგში, ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ უნდა დამეწერა, მაგრამ ვერ მოვახერხე... დავიწყებ იქიდან, რომ ახალ წელს მანქანაში შევხვდი... :დ ნანაკოს კონცერტი იყო თავისუფლებაზე, იქ წავედით ყველანი... მერე ბიძაჩემი და ბიძაშვილები მოვიდნენ... გავიყინეთ... საშინელება იყო, ვითომ ევროპელები ვართ და რა ბანძურად ვბაძავთ, ნეტა იცოდეთ... მარტო ისინი იყვნენ, ვისი შვილებიც ან ახლობლებიც მღეროდნენ... თავი ომში მეგონა, ვადაგასული შუშხუნები მარტო ხმას გამოსცემდნენ აფეთქებისას და არანაირი სილამაზე არ ჰქონდა... მამაჩემი დარბოდა, ბავშვებს სცენაზე ფეხებში არ აუფეთქონო... მოკლედ კოშმარი!
კონცერტის მერე ნანაკო, დედა და მამა სახლში წავიდნენ, ბიძაჩემი და ბავშვები დავრჩით ცოტა ხანს, 11- ზე დიდი ღონისძიება იგეგმებოდა, მაგრამ იმ ხმაურში და ასაფეთქებლების ბათქა-ბუთქში თავი აგვტკივდა ყველას და წამოვედით, რედისონის წინ საბავშო ქალაქი თუ რაღაც დავათვალიერეთ კიდე, ბევრი სურათი გადავიღეთ, მაგრამ ის ფოტოები ნათესავს აქვს ტელეფონში და ჯერ არ გამოუგზავნია... დავდებ, როცა ხელში ჩამივარდება!
ჯერ ბიძაჩემთან წავედით სახლში მეკვლედ, მერე ჩვენთან... დილის 6 საათამდე კომედიებს ვუყურებდით... კარგად მოვილხინეთ მოკლედ!
მე კონცერტზე წასვლის მოლოდინში.
ეს ნომერი მომეწონა ძალიან, პატარები იყვნენ და ისე სწრაფად ცეკვავდნენ, თვალს ძლივს ვაყოლებდით :დ
ეს კი ანსამბლი "მზიური" .
პირველში დეიდაჩემთან წავედით, დედამთილის დაბ.დღე ჰქონდა და თან რუსოს და თემუკას ნახვა მინდოდა (ჩემი დეიდაშვილები არიან). იქაც კარგად გავერთე პატარებთან, როგორც ყოველთვის, ახლაც მათთან ერთად ვითამაშე თოჯინებით :დ
თათული, რუსო და ნანაკო - პატარა გიჟები. :)
დეიდაჩემი და პატარა მეტიჩარა რუსო :)
მე და ჩემი "სვითი დეიდა" - ასე ვეძახი ხოლმე... :)
და ბოლოს ჩემი და რუსოს გარყვნილებანი :-D
8 comments:
deidebo ra dgeshi xart haa? :D ra magalits madzlevt? :D (tatia)
:D :D :D genacvale shen! shen didebs nu aqcev yuradgebas! ;) :D
მეც გილოცავ ^^
ვაი მზიურის ბავშვები რა საყვარლები არიან ^^
genacvale, madloba!
გილოცავ!!!
რა საყვარელი დეიდა და დეიდაშვილები გყოლია.
ნანაკოც შენი დაა??? მგონი, ბლოგი აქვს ხო?
ki, aqvs blogi... www.tojina.blogspot.com
bolos rusos nacvlad sxva saxeli wavikitxe :D :D :D |ninza|
:D :D :D shterukaV! :D
Post a Comment