• RSS

Thursday, January 21, 2010

ნინი, გილოცავ დაბადების დღეს!

     დღეს ჩემი უსაყვარლესი ადამიანის - ნინის დაბადების დღეა! გილოცავ, ჩემო სიხარულო, დიდ ბედნიერებას გისურვებ და ძალიან დიდ სიხარულს! ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?! :* ვიცი, რომ იცი! ;) 


     არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ ერთი პოსტი ჩემს მეგობარ ტყუპებზე მქონდა, ზუსტად ისეთივე ძვირფასია ნინი ჩემთვის! ამიტომ მინდა, რომ იცნობდეთ! 

    ჩვენ ოთხწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. მე-7 კლასში ვიყავით, როცა ნინი ჩვენთან გადმოვიდა, იმ დღიდან ერთ მერხზე ვსხედვართ და ზუსტად ვიცი, სკოლის დამთავრების შემდეგაც არ დავკარგავთ ჩვენ ოთხნი ერთმანეთს... 

 ნინი კილა, ნინზა, მე, თამუნა.

     ერთხელ, ფიზ.-რაზე არ ჩავედით, რაღაც გაკვეთილს ვიმეორებდით და დრო რომ შემოგვრჩა, სურათები ვუჩხაკუნეთ ერთმანეთს... აი, ჩემი შედევრი... 

 თხაკიკინა ნინი :) 

 

ეს ერთ-ერთმა "ცალმა"  გააკეთა. :) 

მიყვარხართ, ბავშვებო!  

ეს ფერადი პოსტი კი შენ, ნი!  
     

3 comments:

Nini said...

miyvarxart aii uzomod...!!! :* :* :*

Sophie שרה Golden said...

Happy B-day to your friend!!!

მეგობრებს არაფერი ჯობია და რომ გაიზრდები, მერე ნახავ, რა კარგია ასეთი მოგონებები...
მე ამ ბოლო პერიოდში სულ ჩემი ბავშვობის მეგობრებს ვიხსენებ და მენატრება ის პერიოდი :)

"Make it last forever, friendship never ends!" :) - http://www.youtube.com/watch?v=uFp-kaARlDw&feature=fvst

Unknown said...

:*