• RSS

Sunday, January 17, 2010

ჯეოსტარი - review post

 

    რუსთავი2 ახალ პროექტს იწყებს. "ნიჭიერი" - ასე ერქმევა გადაცემას, რომლის ჩაწერაც უკვე დაიწყო და სულ მალე, თქვენს წინაშე წარსდგებიან ნიჭიერი ადამიანები, არაერთ სფეროში. 
   გადაცემას ინტერნეტ-სივრცეში ექნება ბლოგი, სადაც კონკურსანტების შესახებ დაიდება სტატიები.


   ეს კონკურსი კი, რომელშიც მე მონაწილეობა გადავწყვიტე, სწორედ იმ სამი ადამიანის გამოსავლენად ტარდება, რომლებიც "ნიჭიერის" ბლოგზე განსათავსებელ პოსტებს შემოგვთავაზებენ
   ამ კონკურსის პირობების თანახმად, პირად ბლოგზე უნდა დავწეროთ სტატია ყველაზე მობილური შოუ - ჯეოსტარის შესახებ.
                                                                                                        


       "ჯეოსტარი" რუსთავი 2 - სა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც 2006 წლიდან დაიწყო და საქართველოს არაერთი ნიჭიერი ვარსკვლავი აჩუქა.

    პროექტი ბრიტანული შოუს "Pop Idol" - ის ანალოგია. მსგავსი შოუები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში და სხვა მრავალ ქვეყანაში ტარდება და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

    ჩემი აზრით, ჯეოსტარი თანდათან იხვეწება. კონკურსის მიწურულს აშკარა ფავორიტები იკვეთება, კარგი ვოკალური მონაცემებით.
    ... მაგრამ, ვფიქრობ, ის ადამიანები ვერ იმარჯვებენ, რომლებიც იმსახურებენ ჯეოსტარის ტიტულს. ეს, პირველ რიგში, საზოგადოების ბრალია, მეტი დროა საჭირო ადამიანებს გემოვნება რომ ჩამოუყალიბდეთ და დაეხვეწოთ. მხოლოდ მშობლების, ახლობლებისა და შეყვარებულის მობილურის ანგარიში არაა საკმარისი ჯეოსტარში გასამარჯვებლად! ალბათ, ესეც გამოსწორდება.

    წელს 5000 მსურველიდან ტრადიციულად მხოლოდ 14 შეარჩიეს. თავიდანვე უდიდეს სიმპათიით განვეწყვე ერთ-ერთი კონკურსანტის - სოფო ბედიას მიმართ.



   უამრავი თინეიჯერი გოგონასგან განსხვავებით, მუსიკალურ კონკურსში ლამაზი თვალების და მომაჯადოვებელი ღიმილის გამო არ ვირჩევ ფავორიტს, ამ შემთხვევაში, სოფო თავისი ხმით და არტისტულობით ნამდვილად მისაბაძია.

    სოფოს ჰყავს პატარა, ლამაზი ოჯახი. მისი ძმა - ბორისი "ჯეოსტარი 2008" - ის ფინალისტია, მეუღლე - მიშიკო შაყულაშვილი კი ცნობილი მუსიკოსი, მიუხედავად მათი ასაკობრივი შუალედისა (13 წელი), მიშიკო ცდილობს, გულის სწორს ყველანაირად მხარში ამოუდგეს. უახლოეს მომავალში ისინი სიმღერის ჩაწერას და კლიპის გადაღებასაც გეგმავენ. 


  


   ამ მუსიკალურ ოჯახში პატარა ნიკუშა იზრდება,  რომელსაც, თურმე, ისეთი საოცარი სმენა აქვს, ტელევიზორში რეკლამების ჩვენებისას მღერის, ღიღინებს და ტაშს უკრავს. მუსიკოსი მშობლები ხუმრობენ: "თუ მანამდე ჯეოსტარი იარსებებს, აუცილებლად მოვსინჯავთ ბედსო."

     

5 comments:

Nanako Ust said...

გამარჯვებას გისურვებ! :* ^^

clown said...

წარმატებები :*

Toma said...

წარმატებას გისურვებ :) :*

Unknown said...

dzalian didi madloba!

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.