• RSS

Saturday, February 6, 2010

ერთი დღის დასაწყისი

   დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს ბევრ ბლოგერს ეწერება თავის "სამყოფელში" თოვლის შესახებ. არც მე ვარ განსაკუთრებული და გამონაკლისი. დილას რომ გავიღვიძე, ერთ ჩვეულებრივ დღეს ველოდი, მაგრამ შევცდი... ფანჯრებში ამდენი ხნის ნანატრი თოვლი შევნიშნე, ბეევრი თოვლი! ძალიან გამიხარდა და გულში რაღაც მესიამოვნა!  დედაჩემს დილას ფანჯარაში გადაუხედავს და აღარ გავუღვიძებივართ მე და ჩემი და სკოლაში წასასვლელად. მერე დაქალისგან შევიტყვე, თურმე, ბევრი ბავშვი არც მისულა... 
   მიყვარს ასეთ დღეს სახლში ყოფნა, თბილად... ჩემი აზრით, თოვლი შორიდან უფრო ლამაზია. ხელს შეახებ თუ არა, ეგრევე დნება და რატომ უნდა მოვუსწრაფოთ სიცოცხლე?! :დ  
   თან დღეს კორკოტობაა, მიცვალებულებს სპეციალურ ფაფას უხარშავენ ხოლმე, ბებიაჩემმაც მოხარშა, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიყვარს, წანდილი მირჩევნია, უფრო ტკბილია და გემრიელი. 
   ჩაი ავიდუღე სასწრაფოდ, შვინდის მურაბა ჩავასხი და კომპიუტერს მივუჯექი. გუშინ წინ ჩემმა მეგობარმა ფეთის დაჰაკვა მასწავლა, მაგრამ იმ ოხერმა ადმინისტრატორებმა აღმოაჩინეს და აღმოფხვრეს. არაუშავს, კიდევ მოიფიქრებენ რამეს ეს ჰაკერები და მერე ავაგროვებ ფეთის ქოინებს... თან ახლა ისეთ მაგარ რაღაცებს ამატებენ, ისინი რომ არ ვიყიდო, გავაფრენ... მოკლედ ფეთომანია გვჭირს მე და ჩემს დას... 
   რამდენი ხანია "ჯული და ჯულია"ს ყურებას ვაპირებ, მაგრამ ვერ მოვაბი თავი, წეღან ჩავრთე და უკვე ჩამითრია... საინტერესო ფილმია. თან ბლოგინგზეა და უფრო მაგიტომ დავინტერესდი... :)  წავედი ახლა, გავაგრძელო ყურება, თქვენ კი ფოტოებს გიტოვებთ და დაათვალიერეთ... :)




ეს კი ჩემი შვინდისმურაბიანი ჩაი საყვარელ ფინჯანში

                     


ფოტო განწყობისთვის: 

                       

0 comments: