• RSS

Friday, February 12, 2010

ახალი დიზაინი

  ალბათ, შემოსვლისთანავე იფიქრებდით, სხვაგან მოვხვდიო და გასვლას დააპირებდით ამ ბოლო 2 საათის განმავლობაში, მაგრამ არ შემცდარხართ, თქვენ ისევ კანარიოს ბლოგზე იმყოფებით, მე კი ისევ თქვენი მონა და მორჩილი კანარიო ვარ! :) hello! 

    წეღან კომპიუტერთან რომ დავჯექი და ბლოგზე შემოვედი, მართლა მივხვდი, რომ შავ ფონზე ღია ასოებით დაწერილის კითხვა თვალებს ტკენს... გადავწყვიტე, რამე ჩემი ბლოგის შესაფერისი მომეძებნა, რომელიც ჩემს ხასიათსაც შეესაბამებოდა და დღიურების თემატიკასაც... ეს უკანასკნელი დიზაინზე როგორ აისახა, არ ვიცი, მაგრამ პირველი დებულება ნამდვილად განვახორციელე. 
   
  www.btemblates.com - ზე ბლოგსპოტის თემფლეითების უზარმაზარი არჩევანია და ყოველთვის ამ საიტზე ვარჩევდი ხოლმე "ჩემი სამყოფელისთვის" შესაბამის "შპალერს", ტრადიცია არც ახლა დამირღვევია... შევედი, დიზაინი ჩამოვაყალიბე გონებაში და შევუდექი ძებნას...  
    ჯერ ვარდისფერი ვნახე, მერე მწვანე, მერე ყავისფერი... საბავშვო, ჭრელა-ჭრულა...  მაგრამ მივხვდი, რომ კლასიკური ყველას ჯობდა... ამ მხრივაც უამრავი თემფლეითის შემოწმება მომიხდა... ყველა გადმოვწერე და ბლოგზე ავტვირთე... ჩემი ყურადღება კი მხოლოდ ერთმა მიიპყრო... ძალიან მომეწონა, უცებვე შევეჩვიე და შევიყვარე. :) ახლა ის თქვენს წინაშეა! 
   პრინციპში, ეს არჩევანი თქვენ გამო გავაკეთე, შავით თეთრზე ყველაზე ადვილად წასაკითხავია და თვალებსაც არ ტკენს... თან თუ ჩემი ბლოგის რეიტინგი ამით უფრო გაიზრდება და უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება, ხო მთლად უკეთესი! :) 

   ბარემ თემფლეითებზე ვლაპარაკობდი და ჩემი ბლოგის ადრინდელ "ჩაცმულობებზე" მოგიყვებით :) 
   სულ პირველად რომ გავიგე, რაც იყო ეს ბლოგი, დამაინტერესა და გადავწყვიტე მეც შემექმნა... ჯერ თვითონ ბლოგსპოტის თემფლეითი მეყენა, მერე სხვისი ბლოგების აღმოჩენა დავიწყე ნელ-ნელა და სულ მაინტერესებდა, როგორ აკეთებდნენ ამ სხვადასხვა ფონებს... კაცმა თუ მოინდომა, რას არ შეძლებს... მეც ვიწვალე, დავგუგლე და ყველაფერი გავარკვიე... თავდაპირველად ჩემი გემოვნება ამ გარეკანზე შევაჩერე და ძალიანაც მომწონდა...  

                  ყოველთვის მიყვარდა ყავისფერი, რაღაცნაირი, მსუყე ფერია და განსაკუთრებულია... )

  ეს ფონი მალევე მომბეზრდა და სხვისი ძებნა დავიწყე... ბლოგის შემდეგი ტანისამოსი, რომელიც ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა, ასეთი აღმოჩნდა...  

 
თვითონ ბლოგის დესქრიპშენიც ამ თემფლეითის შემდეგ გაჩნდა - პატარა დაღლილი გოგონას დღიურები

   ამ სახით უამრავი პოსტი დავწერე და ეს პატარა გოგონა ბევრს ნიშნავს ჩემთვის, თითქოს ნამდვილად ჩემს ცხოვრებას გამოხატავს და ჩემი ანარეკლია... მართლა ასე დამღალა ცხოვრებამ... და უკვე რამდენი ხანია აღარ მანებივრებს მე რომ მიყვარს ისეთი სიხარულებით... არაუშავს, ალბათ, ამის დროც მოვა!  რაც მთავარია, "პირადი ცხოვრება" კარგად "მყავს" !  :)  

   დღეს კი ჩემს ბლოგს ასეთი სახე აქვს... 

 


   ვიმედოვნებ, დიდ ხანს გამიძლებს ეს დიზაინი, ჩემს ყველა დარდსა და სიხარულს ისევე გაიზიარებს, როგორც ზემოთ ნახსენები ის პატარა გოგონა. :) 

4 comments:

clown said...

ნორმალური დიზაინია, მაგრამ ძალიან მუქია :შ

შენი ბლოგი უფრო ღია ფერებში წარმომიდგენია ^^

მარიამ ბლანკი¹³ said...

friad sasiamovno dizania miuxedavad imisa rom muqi dizainebi ar miyvars (shav foniani ki ara muqi)
magram es ragac ruxit da tetrit kaia gut!

Nanako Ust said...

ძალიან მაგარია! როგორ ეტყობა რომ ბევრი გიწვალია ამისთვის!!! :*:*:*

Unknown said...

ქლოუნ, ცოტა ხანი ამ ჩაჟამულ ფერებში ვიცხოვრებ და რომ გამოვძვრები, შემეტყობა! ;)