ესსე ფრანგული სიტყვაა და ცდას, ნარკვევს ნიშნავს. ლიტერატურული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ერთ-ერთი ჟანრია. არსებობს სხვადასხვა ხასიათის ესსე: ბელეტრისტული,ფილოსოფიური, ისტორიული, სამეცნიერო და სხვ.ჟანრული თავისებურებაა კომპოზიციური თავისუფლება, მკვეთრად გამოხატული ავტორისეული ინდივიდუალობა, სუბიექტივიზმი, საუბრის ფორმა, ზოგჯერ პოლემიკური ხასიათის თხრობა. ესსეს წარმოჩენა უკავშირდება მონტენს (ცდები), თუმცა მისი დამახასიათებელი ნიშნები ჯერ კიდევ ანტიკურ ავტორთა შემოქმედებაში შეინიშნებოდა.
XVIII საუკუნიდან ესსე ჟურნალისტიკის ერთ-ერთი წამყვანი ჟანრია. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ ეგზისტენციალისტებში.
საქართველოში ესსეს ფორმის ნაწარმოებები აქვთ ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, გ. ლეონიძეს, კ . გამსახურდიას და სხვ. (ცნობები ვიკიპედიიდან) . აქვე გეტყვით, რომ თავდაპირველად საქართველოში ესეს ორი ს-ით ვიცნობდით (ესსე), ახლა კი ერთი ს-ით იწერება.
საქართველოში ამ ბოლო წლების მანძილზე ძალიან პოპულარული გახდა ესე. მშობლიური ლიტერატურის სახელმძღვანელოებში ყოველი მოთხრობისა თუ ლექსის შემდეგ შეხვდებით მსგავსი შინაარსის ტექსტს: დაწერეთ ესე - თემატიკურად შერჩეული სათაური. პირველ რიგში, გეტყვით, რომ ეს არ არის წმინდა ლიტერატურული ანალიზი, მსგავსი ჟანრის თემებში შესაძლებელია მხატვრული ხერხების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა. (ტროპის სახეები).
ნებისმიერი ტიპის ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:
I. შესავალი
იმისათვის რომ ესეს შესავალი ეფექტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:
- ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე გააცანით მკითხველს განსახილველი საკითხი.
- დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძება ისაუბროთ ესეში;
- შესავალი დაიწყეთ მკითხველისთვის ნაცნობი, ადვილად აღსაქმელი სიტუაციის (ფაქტი; ამბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.
II. ძირითადი ნაწილი
ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარტეთ და დაასაბუთეთ თქვენ მიერ გამოთქმული დებულებები და მოსაზრებები.
მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად. წარმოაჩინეთ თქვენი პირადი დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი.
III. დასკვნითი ნაწილი
დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკითხველს კიდევ ერთხელ დაუკონკრეტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული თემის აქტუალურობა.
ფორმის თვალსაზრისით, გვხვდება ორი სახის ესე:
- ახსნითი (განმარტებითი), ინფორმაციული ესე;
- არგუმენტირებული ესე.
ახსნითი ესე
ახსნითი ესეს ფუნქციაა ამა თუ იმ მოვლენის ან ფაქტის აღწერა, ზოგადი ანალიზი ან ახსნა. შესაბამისად, ამ ტიპის ესე არ გულისხმობს საკითხის სიღრმისეულ ანალიზს ან გარკვეული პრობლემების გადაჭრას. ახსნითი ესე აწვდის მკითხველს გარკვეულ ინფორმაციას, ეხმარება მას ამა თუ იმ საკითხზე ზოგადი ცოდნის მიღებაში.
არგუმენტირებული ესე
არგუმენტირებულ ესეში ავტორი წარმოაჩენს თავის სუბიექტურ მოსაზრებებს, გვთავაზობს საკუთარ პოზიციას და კონკრეტული არგუმენტებით ლოგიკურად ასაბუთებს თავის სათქმელს.
მსჯელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არგუმენტაცია, ანუ პოზიციის დასაბუთება და ადეკვატური არგუმენტებით გამყარება.
შინაარსობრივი თვალსაზრისით, ესე რამდენიმე სახეობად იყოფა: ლიტერატურულ-პუბლიცისტური; კრიტიკული; ფილოსოფიური; ისტორიული; სამეცნიერო; ბიოგრაფიული; სოციოლოგიური და ა.შ.
დეტალური გეგმის შედგენა
ტექსტის შესაქმნელად, დეტალური გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ესეს წერას, რადგან სწორედ შედგენილ გეგმას ეყრდნობა მთელი ტექსტი.
დეტალური გეგმა საშუალებას მოგცემთ, მკაფიოდ და გამართულად ჩამოაყალიბოთ სათქმელი, ლოგიკურად წარმართოთ მსჯელობა და არ გადატვითოთ იგი ზედმეტი ინფორმაციით.
გეგმის პირველი ვარიანტი შეიძლება ჩაასწოროთ მუშაობის პროცესში, დაუმატოთ ახალი პუნქტები ან პირიქით - ამოიღოთ ან გადააადგილოთ მისი შემადგენელი ნაწილები.
ჟურნალი "მასწავლებელი"
12 comments:
საინტერესოა ^^
ეს მემგონი მერვე თუ მეცხრე კლასში ვიყავი სკოლაში რომ გავიარეთ ^^
ხო არ ვცდები?
რა? ეს მასალა? შეიძლება, მაგრამ მე სხვა წყაროს მიხედვით მიწერია.
ver vitan eseebis ceras, arada samcuxarod xsirad micevs. magas isev raporti mirchevnia.
@კანარიო
უი მე ის კი არ გითხარი 8 კლასის წიგნიდან გიწერიათქო :D
:D ეგრე მეგონა! :D
ხო, თომუშკ, ამ ბოლო დროს მართლაც ხშირად ითხოვენ ესეს წერას, თან ყველგან...
ეს უმბერტო ეკოს მიხედვით ხომ არ არის დაწერილი? კარგი ნიმუშია, მაგრამ მე არ შემიძლია წესების მიხედვით წერა. ესე იქნება თუ პოემა, ჩემებურად ვწერ.
essebis wera sakmaod momwons, mgoni normalurad gamomdis. rac sheexeba mag wesebs, kargi struqtura rom aawyo, ginda tu ar ginda unda daicva.
kargi temaa. kiTxva maqvs: qartulad sworad rogor iqneba: ese, esse, tu esei?
გარკვეული პერიოდის წინ ქართულადაც ითარგმნებოდა, როგორც ესსე... მაგრამ ახლა აღარაა საჭირო ორი "ს", ამიტომ შეგიძლია ესე თქვა. :)
რა საოცრებაა :o რას ვიფიქრებდი ასე თუ იწერებოდა
Post a Comment