• RSS

Saturday, April 10, 2010

აბდაუბდა

     დღეს დილიდან სახლში ვარ, ალერგიის წამალს ვსვამ და მერე სკოლაში მეძინება :(  

   სტამბოლში მინდა ცოტა ხნით. არა, ესპანეთშიც მინდა ძალიან, ბასკების გამო,  მაგრამ ეს უკანასკნელი ცოტა "შორი ოცნებაა".  სტამბოლი ფერადი, სიცოცხლით სავსე ქალაქი მგონია, შეიძლება, ვცდები, მაგრამ მინდა და რა ვქნა?! ჯობია, თვითონ ვნახო და მერე გამოვიტანო სათანადო დასკვნები.

   მე და მამა ვართ სახლში მარტოები, ცოტა ვიმზარეულეთ და ისეთი ლამაზი სადილი გამოგვივიდა, დიახ, ლამაზი! :) მლაშე იყო და ვეღარ ვჭამეთ. ისე, კი ვაპირებდი, დავდებ სურათს, დავახარბებ ხალხს - მეთქი, მაგრამ შემეცოდეთ. :)) 

   ამ ბოლო დროს პაწუკა პოსტები გამომდის. ვისი/რისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ შევეცდები გამოვსწორდე. 

   რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიყვარდებიან ის ქართველები, რომლებიც საქართველოდან დიდი ხნის წინ წავიდნენ ნებით თუ უნებლიედ. თუნდაც ლაზები, გურჯები... 

   ცოტა აბდაუდბა და დაუსრულებელი პოსტი გამოვიდა, მაგრამ უნდა დამეწერა, არ შემეძლო... 

  ჩემი ნაბოდვარის მერე განწყობისთვის ფოტოებს დავდებ.







მინდაააააააა! 

5 comments:

clown said...

არანაირად არ მაქვს პრეტენზია მოკლე პოსტებზე, პირიქით.... მოკლე იყოს და კარგად იძახდეს სათქმელს ჯობია ^^

ხოდა ეს ნაყინები მოაშორე :შ მომინდა :შ


მე კიდე ძალიან სასტიკად მინდა გერმანიასი წასვლა :შ

kanario said...

ხოდა, მაგაშია მთელი ამბავი, იმიტომ დავდე რომ ამაზე დაგაგეტანათ ყურადღება :D

Na[Na]Ko said...

ვაიმე, მომაშორე ეს ნამცხვრები და ნაყინები...

დღეს ჩემი მზიურის მეგობრები ჭამდნენ ნაყინს ხოდა და ისიც მეყოფა მე რომ ვერ ვჭამე! :X :X :X

მომინდაააააააააააააააააააააააააააა

Tomushka said...

რა წამალს ღებულობ და რაზე აგქვს ალერგია?

kanario said...

ტავეგილს ვსვამდი ერთი პერიოდი და მერე ცეტეკი გამომიწერეს (მგონი, ასე ჰქვია, არ მახსოვს ახლა. ყველაფერზე ალერგია მაქვს, გაზაფხულზე, საჭმელზე. დიეტას კი ვიცავ, მაგრამ ხანდახან ყავას და შოკოლადს ვეპარები ხოლმე.