• RSS

Sunday, April 18, 2010

იუჟუალი :)

      არც თუ ისე დაძაბული დღე მქონდა. დილით გასული ვიყავი სახლიდან... მიყვარს ავტობუსით მგზავრობა... ყველანაირ ტაქსის და სამარშუტოს მირჩევნია! განსაკუთრებით მომწონს, მძღოლის უკან ერთმანეთს რომ უყურებს ოთხი სკამი, იქ ჯდომა, მოძრაობის საპირისპირო მხარეს, ფანჯრისკენ... დღესაც ავედი და მოვკალათდი... კრაზანა დაფრინავდა აგრესიულად, მინებს ეხეთქებოდა... მეშინია კრაზანების, თან ჩემნაირ ალერგიულს რომ უკბინოს, ალბათ, იქვე განგმირავს :) მეც ამოვიღე ჩემი ყველაზე მოზრდილი რვეული, "არ დამასწროს"-ფიქრში და აქეთ განვგმირე ეგ თქვენი კრაზანა. :) თან ისეთი ძალით ვტყორცნე ფანჯარას, წინ მოხუცი ქალი მეჯდა და "მალადეც"-ო აღმოხდა :) (იმასაც ეშინოდა, ალბათ).


   ხვალ, როგორც ვვარაუდობ, კარგი დღე უნდა მქონდეს... თბილი და კეთილი, როგორიც მიყვარს და ნინზა რომ დამცინის ხოლმე, ისეთი... :) მერე, ალბათ, მთელი საღამო ვიფრენ და "ნიჭიერის" ყურებით დავაგვირგვინებ დღეს. ძალიან მინდა, დათო გავიდეს, რობაქიძე! :( ნეტა! 

   სიბრძნის კბილი ამომდის, მგონი... უკან ღრძილები მაქვს დასიებული, გაბუშტული... თუ თვეობით გამაწამა, კარგად იქნება ჩემი საქმე. ისედაც ამდენს ვწუწუნებ ხოლმე და მერე ნახეთ ჩემი წუწუნი... :( 

   ბლოგს მინდა, მივხედო.  .ge  დომენზე გადავიტანო, მაგრამ დროის მხრივ ძალიან შეზღუდული ვარ და ნერვები მეშლება. ეს ერთი წელი გავიჭირვებ, გამოცდებს ჩავაბარებ და მერე უკეთ მოვახერხებ ყველაფერს.


   ლაშა ბუღაძის "ბოლო ზარს" დავამთავრებ ახლა, წყალივით იკითხება... ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ცხოვრებისეული წიგნია და თინეიჯერების ყოფა კარგად აქვს აღწერილი. :)  მიკვირს, რაღაც ძალიან მეეჭვება, ლაშა ბუღაძეს ჩვენს ასაკში ისეთივე ცხოვრება ჰქონოდა, როგორც მისი პერსონაჟები ცხოვრობენ... ნუთუ ასე კარგად იცნობს დღევანდელ ახალგაზრდებს?!  ერთი კი ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ, რომ ისეთ საზოგადოებაში არ ვიმყოფები, როგორშიც "ლაშას თინეიჯერები"! 


   და ბოლოს:  

ნინზ, მიყვარხარ! :)

1 comments:

Nanako Ust said...

ბოლო სურათი მომეწონა! :D