• RSS

Sunday, April 25, 2010

თვითმფრინავის ბიჭები


         ... და მე ვარ ყველგან, სადაც არიან პეპლები! 
    მოწყენილი ვარ საოცრად და საშინლად! თითქოს გაუთავებლად კიოდნენ ყურებში და მერე ერთბაშად გაჩუმდნენ... მე კი ისევ მესმის მათი კივილი... 
კანარიო


    წუხელ დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" წავიკითხე... აქამდე ბევრი არც არაფერი მქონდა გაგონილი "თვითმფრინავის ბიჭებზე", ახლა კი გმირებად აღვიქვამ... უცებ შემიყვარდნენ ყველანი, უცებ ვიგრძენი, რომ ჩემიანები იყვნენ, ვიგრძენი ყოველი ტყვია, რომლებიც უმოწყალოდ მიექანებოდნენ მათი სხეულებისკენ... შემეცოდა თინა ფეტვიაშვილი, რომელიც ჩემს წარმოსახვაში ერთ ორსულ გოგონად ჩაიბეჭდა და ასე მგონია, ყოველთვის შვილის მოლოდინში იქნებოდა... 

   სიმართლე გითხრათ, არ მომწონდა დათო ტურაშვილი, ყოველთვის "სწერვა" კაცის შთაბეჭდილებას მიტოვებდა, გუშინ გავიცანი, მისი სული დავინახე ყოველ სიტყვაში და ისიც შემიყვარდა! 

   და საერთოდაც, წაიკითხეთ რა "ჯინსების თაობა", თუ არადა, სპექტაკლს  უყურეთ მაინც! 

   P.S.  საბჭოთა კავშირის დროინდელი ამბები მზარავს და მეზიზღება, ჩაშავებულ წლებად წარმომიდგენია და ბედნიერი ვარ, იმ პერიოდში რომ არ დავიბადე!  სხვა ამბებიც თუ ასე საინტერესოდ და მგრძობიარედ იქნებოდა აღწერილი, სიამოვნებით წავიკითხავდი უსასრულოდ... 
    ამ წიგნის კითხვისას ვიცოდი, რომ საბუძვლად ნამდვილი ამბავი ედო, მაგრამ პერსონაჟებიც თუ ისევ ისინი იყვნენ, არ მეგონა. მერე დედას ვაჩვენე სურათები და შორისდებულები რომ მოვისმინე, მივხვდი ყველაფერს... გული მტკივა "თვითმფრინავის ბიჭების" გამო... 
     ისინი მაინც გაფრინდნენ! 

14 comments:

Unknown said...

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ საკითხზე მიწევს კამათი... მე ვამბობ რომ იმ დროს რომ მეცხოვრა, მათთან ერთად დამხვრეტდნენ... და ვერ ვურთიერთობ იმ ხალხთან, ვინც მათ ბოროტმოქმედებად და ტერორისტებად აღიქვამენ..

რჩევა: წაიკითხე ნესტან კვინიკაძის წიგნიც ამ თემაზე და თვითონ ეკა ჩიხლაძის წიგნი.

Unknown said...

დიდი მადლობა, მარი, ასეთი კარგი რჩევისთვის! :* აუცილებლად წავიკითხავ!
და კიდევ, აბსოლუტურად გეთანხმები მაგ მოსაზრებაში, ახლა რომ დავფიქრდი, უყოყმანოდ მეც მასე მოვიქცეოდი! ყოვლად აუტანელად ჩანს ისეთი ხელისუფლება (არც ეს არის იდეალური). და კიდე, ვერთმა ეპიზოდმა ამირია გული... ბერი თეოდორე რომ დაკითხვაზე ჰყავთ, ყველაფრისთვის მზად ხარო -ეკითხებიან და პასუხობს, კი, ახლახანს 33-ის შევსრულდიო.. ის რეგვენი დამკითხველი კი ვერც კი ხვდება, რამხელა რაღაც თქვა ბერმა! :S

Katieé.Ge said...

არ წამიკთხავს, სპექტაკლი კი ნანახი მაქვს, თუმცა ბევრი ყალბი მომენტები იყო, შესრულების თვალსაზრისით.

kanario said...

სამწუხაროდ, სპექტაკლი არც მე მაქვს ნანახი, მაგრამ იმდენი ემოცია მოიტანა წიგნმა, სასწრაფოდ გადმოვქაჩე ინტერნეტიდან. მაგრამ მეეჭვება წიგნზე საინტერესო იყოს, იშვიათია ასეთი რამ!

vasasi said...

ჰოდა, მინდა გითხრა, რომ შეცდომით აღიქვამ გმირებად და ეგ წიგნი თავიდან ბოლომდე სიაბანდია..


ტიპები ჩვეულებრივი კრიმინალები იყვნენ და რაც დაიმსახურეს, ისიც მიიღეს.

ნუ, ძალიან ბევრი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შემიძლია (კარგად ვიცი ეს საკითხი), მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დაჭირდება.. :)

Unknown said...

ერთი შეხედვით, მე კარგ ადამიანებად დავინახე! ისე, იმ ბინძურ და ღორულ ქვეყანას შეეწირნენ, იმიტომ რომ უფრო მეტი უნდოდათ! არასდროს გაგჩენია ისეთი შეგრძნება რომ რაიმეთი პროტესტი გინდა გამოხატო?! მე ბევრჯერ მქონია! მათ სჯეროდათ რომ თავს დააღწევდნენ იმ მრავალწლიან დამცირებას!

vasasi said...

იცი, კანარიო, ეგ ამბავი როცა მოხდა, უკვე "პერესტროიკის" პერიოდი იყო (გარდაქმნა ხდებოდა, ანუ, სუსურუკუ იშლებოდა და აღარ იყო მარწუხები), გარდა ამისა, თითოეული მათგანი ისეთი ოჯახისშივილი იყო, რომ საზღვარგარეთ წასვლა და გულაობა არ გაუჭირდებოდა;
მათ დემოკრატია აღვირახსნილებად ესმოდათ ისევე, როგორც ახლა გვესმის.
და ბოლოს, იცი, რომ უდანაშაულო ადამიანები შეიწირეს?..

ამას სუსურუკუს არქივიდან კი არ გეუბნები, მომსწრე ადამიანებთან მაქვს ნალაპარაკევი.

ამიტომ, სანამ დასკვნებს გავაკეთებთ დათო ტურაშვილის ნაწარმოებიდან (დათო მათი მეგობარი იყო. ჩემი მეგობარი კი, რაც არ უნდა ცუდად მოიქცეს, მაინც ჩემი მეგობარია და მის გამართლებას ვეცდები), ჯობს, რეალობას გავეცნოთ. იმ რეალობას, რომელიც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვარდისფერი არ არის.

:)

ჰო, და პროტესტს რაც შეეხება, მე ჩემი პროტესტის გამოსახატავად ადამიანებს არ დავხოცავ.. :)


თუ რამეში გარკვევა დაგჭირდება ამ კუთხით, მზად ვარ, დაგეხმარო.. :)

clown said...

" და საერთოდაც, წაიკითხეთ რა "ჯინსების თაობა", თუ არადა, სპექტაკლს უყურეთ მაინც! "


არც ერთის გაკეთებას არ ვაპირებ :|

სპექტაკლს რომ უყურებ ან წიგნს რომ კითხულობ უმეტეს შემთხვევაში სიამოვნება უნდა მიიღო :|


არ წამიკითხია ჯინსების თაობა, მაგრამ არც გირჩევთ წაკითხვას :|

kanario said...

ნუ, რა ვიცი, ყველას თავისი შეხედულება აქვს! მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, არ ვიცი, მაგრამ ისინი მაშინდელი დებილი ხელისუფლების მსხვერპლნი არიან! და დახვრეტა ნამდვილად არ იყო საჭირო, როცა 15-20 წლიანი სასჯელიც შეიძლებოდა! იმიტომ დახვრიტეს, რომ სისხლი სწყუროდათ შევარდნაძისნაირებს!

»♥» ana «♥« said...

მეც ძალიან მიყვარს < 3 და რომ წავიკითხე მაშინვე სპექტაკლს ვუყურე,თუმცა წიგნი ნამდვილად უკსეთსია )

Unknown said...

გეთანხმები, ან! :))

Unknown said...

Mariam ვაიმეე გენაცვალეე შეენ<333 მეეც ზუსტაად ეგრე ვფიქროობ..:XX ზუსტაად<333

ანა გოფოძე said...

იცით რაა, ვისაც წაკითხული ან ნანახი არ აქვს ხმას მაინც ნუ იღებს რაა. არ შეიძლება ადამიანს ის ურჩიო რაც არ იცი, ჯობს გაჩუმდეთ.
წიგნის წასაკითხად ვერ მოვიცალე რატომღაც, სპექტაკლი კი ვნახე და ამ მსახიობების შესრულებით აგფრტოვანებული ვარ, თეატრში ხშირად დავდივარ და საკმაოდ კარგად მესმის ეს სფეროც – გრძნობებისა და ემოციების სამყარო.
კიდევ ჯობს გაითვალისწინოთ, რომ წიგნი და თეატრი სიამოვნებისთვის კი არა ცხოვრებისა და ჭკუის სწავლებისთვისა, ცოტა ტვინის გასანძრევად და დასაფიქრებლადაა. სულ გართობაზე თუ ფიქრობს ვინმე, ჯობს ღამის კლუბებში იაროთ და ტუსოვკებზე. ეს სამყარო კი ადამიანებისთვისაა, რომლებსაც უნდათ ნახონ კარგიც და ცუდიც და გაარჩიონ ერთმანეთისაგან. ჩვენი წარსული რეალობა ძალიან მწარე იყო, ეს უნდა იცოდეს ხალხმა. რა ქვეყანაში და საზოგადოებაში უხდებოდათ ცხოვრება მათ. თუ უყურებთ და თვითოეულ სიტყვას დაუფიქრდებით, კარგად გაიგებთ მათი საქციელის აზრსაც, ისინი ბოროტმოქმედები ნამდვილად არ შეიძლება რომ ყოფილიყვნენ...
ძალიან პატარა ვიყავი მათ პროცესს რომ ვუყურე და საოცარი კვალი დატოვა ჩემში, ის სასტიკი განაჩენი არასდროს არ წაიშლება ჩემი გონებიდან...

Unknown said...

ანა, მიხარია, შენი აზრი რომ დააფიქსირე ამ თემასთან დაკავშირებით, გეთანხმები... და რჩევის სახით გეტყვი, რომ წაიკითხე, ტურაშვილიც საოცრად აღწერს მაშინდელ მოვლენებს.