• RSS

Saturday, May 15, 2010

ვიდეო-პოსტი ბავშვობიდან :)

   გადავწყვიტე, პატარა კანარიოს გავაკეთებინო ვიდეო-პოსტი :)   თავიდან ცოტა ურევს, მერე გამოვასწორე... ხარისხი გადასარევი არ არის, მაგრამ ყურება შეიძლება! :)  მოკლედ მიყურეთ...  და თქვენ შეიტყობთ, რა ცუდი სიტყვები ვიცოდი ბავშვობაში, რომელ ლექსს მივიჩნევდი "მჟავედ" (დღესაც არ ვიცი, რატომ ვეძახდი ასე), რატომ მოვარტყი დედას ცხვირში ფეხი, რომელ თითს ვაყოლებდი კითხვის დროს და ა.შ.  :))

  გარდა ამისა, ვიდეოში ერთ პატარა ბავშვსაც ნახავთ, თვეებისაა, რომელსაც ქვით თავის გაჩეჩქვას ვუპირებდი ეჭვიანობის ნიადაგზე :))   გიო (დეიდაშვილი) სანამ დაიბადებოდა, მიჩვეული ვიყავი, რომ ყველა მე მეფერებოდა, თავზე დამფოფინებდნენ,  მეთამაშებოდნენ... გიორგიმ ჩემი კუთვნილი ყურადღება მთლიანად მიიპყრო და ერთ მშვენიერ დღესაც გიოს სანახავად რომ მივდიოდით და ხელში ქვა აღმომიჩინეს... :)))  მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა! :))))  

   მაშ ასე, ზუსტად 15 წლის წინანდელი ვიდეო, 2 წლის კანარიო :)  


                         

10 comments:

vasasi said...

ეგ ალა..

თახვი.. :)

kanario said...

:))

clown said...

ვა სალოო :D :D :D

kanario said...

:D აღიარე, რომ საყვარელი ვიყავი... ან უკეთესი - ვარ! :D

clown said...

@kanario
ვაღიარებ ორივე ვარიანტს ^_^

Anonymous said...

10. sherlok homsidan araa? ninza

სოციალური ბლოგი said...

კარგი შვილი იყავი, ხარ და იქნები ყოველთვის :-)

შემოგევლოს მამიკო და დედიკო !!!

kanario said...

ninza - ki, aba, ra! :) :*

mamikoo, me ufro miyvarxaaar! :*

Tatia said...

ელთმანეთს ვუსულოთ... : * ფერ ისევ ისეთი ფერია ხარ, როგორც მაშინ... : )

kanario said...

:)) უსულოთ... :)))