• RSS

Sunday, June 20, 2010

კალმები - ჩემი სუსტი წერტილი



   ჩემს ჩანთაში ხელს თუ ჩაყოფ და კარგად მიურ-მოურევ, ფსკერზე კალმების მთელი ჯარი დაგხვდება. ეს არის ერთ-ერთი იმ ატრიბუტთაგანი, რომელიც ჰაერივით მჭირდება, თუ აღმოვაჩენ, რომ არ მაქვს თან და ერთ-ერთი ის ნივთი, რომლის ყიდვაშიც ფულის გადახდა არასდროს მენანება. 


   არ ვიცი, არსებობს თუ არა მსგავსი რამ ფსიქოლოგიაში, მაგრამ მე მჭირს და თან საკმაოდ დიდი ხანია.. (შეუძლიათ დამწყებ ფსიქოლოგებს ჩემზე დაკვირვებებიც აწარმოონ ;-) ) ხასიათის მიხედვით ვარჩევ ხოლმე... თუ კარგ ხასიათზე ვარ, მიყვარს სქელი, ბუთქუნა კალმები, რომლებიც წვრილად და რბილად წერს... თუ დეპრესია მაქვს, "თხაპნია" მელნიან კალმებს ვანიჭებ უპირატესობას... თუ ხელში კალამი და ფურცელი ჩამივარდა, ძირითადად ვწერ საკუთარ სახელსა და გვარს, მაგრამ ნამდვილად არ ვარ ამპარტავანი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე. 

   ხშირად ვწერ ლურჯი ფერით.  არ მიყვარს წითელი, თითქოს მე და ფურცელს მყუდროებას გვირღვევს. ვცდილობ, მხოლოდ წესების ან მსგავსი აუცილებლობის დროს გამოვიყენო ამ ფერის კალამი. 

   ამ ბოლო დროს ფანქრით წერასაც მივეჩვიე... იმდღეს დავფიქრდი და მივხვდი, რომ ასე საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანები იქცევიან ხოლმე, მერე იმასაც მივხვდი, რომ მეც მახასიათებს ეს თვისება... საკონკროლოს წერისას, სულ მაქვს შიში, რომ რამე შემეშლება... ფანქრით ვწერ ტესტსაც და მერე ზედ ვატარებ ხოლმე კალამს... 

   საკანცელარიო ნივთებზე შეყვარებული გოგოს პოსტი რამდენად საინტერესო იყო, არ ვიცი, მაგრამ თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს.  რამხელა დატვირთვა აქვს თქვენს ცხოვრებაში კალამს და თქვენი კომენტარებიდან დავასკვნი, ნამდვილად მაქვს თუ არა სიგიჟის სიმპტომები! :)))



12 comments:

gijmaj said...

20-მდე კალამი მექნება, სხვადასხვანაირი... ლოგოებიანი, წარწერებიანი. თუ კოლექციას აგროვებ, შემიძლია შემოგწირო :D ოღონდ ზოგი წერს, ზოგი აღარ :D

kanario said...

არა, რა კოლექციას... :)) შენც ჩემს დღეში ყოფილხარ, ცოტა დავმშვიდდი... :))

clown said...

მეც მიყვარდა კალმები ^_^

რა მაგარია

kanario said...

ჰეე, კლოუნ! :))) მიყვარხარ! :*

gijmaj said...

ადრე ძალიან მიყვარდა კალმები... ეხლა გადამიყვარდა... ესენი კიდევ კონფერნციებიდან, სემიანრებიდან მომიგროვდა და არ ვიცი სად წავიღო :D ვიფიქრე მეშველა მეტქი... :D

vasasi said...

ვაიმე, არ ხარ გიჟი.
მე მაქვს უამრავი კალამი, არამარტო ახლები, არამედ, დაცლილებიც..

10 წელია ვაგროვებ..

რა ჯანდაბად მინდა დაცლილები, არ ვიცი..

ვგიჟდები ხარისხიან კალმებზე.. :)

ჩორვენი¹³ said...

skolis periodshi maniad mqonda qceuli , vagrovebdi yvelas da yvelanairs :D mere universitetshi netal enla gadamiara da axla mgoni zalianac rom movindomo ert cals zlivsga vipovni ":D

♥ Summer ♥ said...

კალამი თუ კარგად არ წერს და არაკომფორტულია რაც არ უნდა კარგად ვიცოდე მასალა, მაინც ვერაფერს დავწერ... დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ კალმებს. ჩანთაში ყოველთვის მიყრია ხოლმე რამდენიმე მათგანი... მაგრამ როგორც ასეთი, შეყვარებული ჯერ არ ვარ : )

kanario said...

ჰეჰ, ბავშვებო, როგორ მიხარია! :)) :*
შეგროვებით არ ვაგროვებ, მაგრამ სულ მაქვს ბევრი...

babisa said...

მეც მქონდა მსგავსი აკვიატება და ბევრი საწერი საშუალებები, ფანქრები, ფლომასტერები, მარკერები, პასტები ფერადები და ბლაბალბალ
მარა როგორც კი სწავლას მოვრჩი, გამიარა :)

AniUuSh... said...

me sul kalams vedzeb da titkmis verasdros vpoulob. esec meore ukiduresoba. :(
salo, ar idardo, araferi gchirs :*

OTO said...

ჩემიც, ოღონდ შავი ფერის ლურჯი მელნით არ მიყვარს