• RSS

Thursday, July 29, 2010

* * *


   საბოლოოდ დანებდა და სულში უცაბედად ჩამექცა ზაფხული. ჯერ რაკრაკით, მერე კედლებს აეწება მისი კიდეები და გველებივით ჩასრიალდა ფსკერისკენ...

   დამთბა...

   სულის კუნჭულებში ყინულებს მიაგნო და დნობა დაუწყო... გაადნო, გამოიკვება, გაძლიერდა...

   უფრო დამთბა...

   შიგნიდან სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა და ჩემი ღრმად ჩასუნთქული ჰაერი, ისე ღრმად რომ ფილტვების ბუშტუკები ვიგრძენი, შეერწყა სითბოს და...

   დამცხა...

   დაბურულ ჭადრებში მზის სხივებმა მაინც შემნიშნეს, გაცოფდნენ, გახურდნენ და მთელი სისწრაფით გამოექანნენ...

   ცეცხლი მომეკიდა...

   შუბლიდან წურწურით ჩამოგორებულმა ოფლის წვეთმა მომიღიტინა და მომწყდა...
   გვიანღა შევნიშნე, აორთქლების ნაცვლად, ფოთოლს თეთრად როგორ შეეყინა...

4 comments:

Clown said...

მოვა მერე, ვინმე ყინული ^_^

Unknown said...

დაველოდოო? ღიირს? :))

Clown said...

კი ^_^

♥ Mary ♥ said...

<3