• RSS

Sunday, October 10, 2010

"მართალი" წერილები

წერილები ვიტორიადან 


    ძვირფასო .....

    სულ სხვა გარემოა აქ. უფრო ჩემი... უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე ოდესმე... თითქოს არც არაფერი შეცვლილა, ისევ შინ ვარ და ისევ ჩემს საქმეს ვაგრძელებ. ჰაერი არ მყოფნიდა ხოლმე მანდ... ისეთი შეგრძნება მქონდა, წყალში რომ ჩაგაყოფინებენ თავს და ჩასუნთქვა რომ ვერ მოასწარი. 

    ღამეა ახლა... ფინჯანი ჩაი მიდგას გვერდით, კლავიატურის ხმა სიჩუმეს არღვევს და გწერ.  წეღან ერთმა ბიჭმა ჩაიარა ჩემი ფანჯრის ქვეშ, გრძელთმიანმა. გიტარა ჰქონდა ზურგზე მოკიდებული. ისე მომინდა უცებ, კართან, ზღურბლზე ჩამოვმჯდარიყავი და დილამდე მესმინა როგორ უკრავდა... წასული დამხვდა, ქვევით რომ ჩავედი...

    ვერც წარმოიდგენ, როგორია საღამოები აქ... სხვანაირი ხმაურია, მზიანი ხმაური. მარტო რომ გესიამოვნება, ისეთი. ვიწრო ქუჩებში თბილადმოღიმარი ხალხი სეირნობს ხოლმე, გავდივარ, საათობით ვუყურებ და არ მბეზრდება... სახლში რომ ამოვდივარ, სულ მათზე წერა მინდება და ნეტა ჩემი მაგიდა განახა...! ფურცლებით მიმოფანტული, ფანქრებით... 

   მზის ჩასვლას ვუყურე იმდღეს... უფრო მრგვალი და ოქროსფერია მზე აქ. უფრო ბედნიერია... მეც ბედნიერი ვარ!

   ხვალ სანაპიროზე უნდა გავიდე... ზღვის სუნი მენატრება ხოლმე და ხმა. რაღაცებს მღერის ხოლმე თავისთვის და ვერც კი მამჩნევს, ისე ვუსმენ ხოლმე... 

   ფოტოაპარატი გამიფუჭდა გუშინ, უცებ გამოირთო და ვეღარ ჩავრთე... რამდენიმე სურათის გადაღება მოვასწარი შენთვის... გამოგიგზავნი ამ წერილთან ერთად... არ მეძინება რატომღაც, ისევ იმ წიგნს ჩავუჯდები ამაღამ და გამთენიისას გავისერინებ მერე სანაპიროზე... 
          
კანარიო








11 comments:

Natalia said...

როგორ მინდა ეხლა მეც ისეთ ადგილას ვიყო, სადაც ბედნიერი და მშვიდი ვიქნებოდი :)

პ.ს შეიძლება ითქვას, რომ ამ პოსტმა ნამდვილად მომიტანა სიმშვიდე :)

Clown said...

მმმ.. <3

სალო :*

Kate said...

ან იტალიაა ან ესპანეთი.
უფრო ალბათ იტალია.
იქ მაქვს ნანახი მსგავსი ადგილები.

kanario said...

გმადლობ, ნატალია! გემშობლიურებოდა შენ ეს ადგილები, ვიცი მე! :))

ჩემი პოლკოვნიკი, როგორ მახარებ ხოლმე, შენ ჰო არ იცი! :* და რამდენს მოიცავდა ეს კომენტარი, შეიძლება ბევრს მთელ წიგნში ვერ ჩაეტია! :*

ქეთ, ესპანეთია.. :)) ჩემი ქვეყანა, ჩემი ქუჩები, ჩემი მზე... ყველაფერი ჩემია იქ! დავწერ ხოლმე ასეთ წერილებს "იქიდან"... სანამ წავალ, წარმოსახვითებს.. რომ წავალ, მერე უფრო მგრძნობიარე ვიქნები, ალბათ .. :))

Kate said...

ხო აი მივხვდი 50%-ით.
კი დაწერე, მეც მაქვს იტალიაზე ასეთი პოსტი დაწერილი.
ეს ძალიან კარგი პოსტია.

kanario said...

გმადლობ, ქეთ! :* ერთხელ უნდა ჩავუყვე შენს ბლოგს ბოლომდე თუ თავამდე ავუყვე :)) დროს გამოვნახავ და ეგრევე! :)) :*

Kate said...

სულელკა :D
მაგიტომ კი არ ვახსენე. უბრალოდ ისე აღვნიშნე, რომ მიყვარს ასეთი წარმოსახვითჳ პოსტები სხვა ქვეყანაში დაწერილი. ზუსტად იტალიაში რომ მივდიოდი, მანამდე რამდენიმე დღით ადრე დავწერე.

kanario said...

ვიცი, მაგიტომ რომ არ დაწერე... უბრალოდ მე მაინტერესებ :)) :> :*

Kate said...

:*******

Sophie Golden said...

შენს პოსტებს გადავხედე და ძალიან მომინდა შენი გაცნობა :) სიამოვნებით გავისეირნებდი შენთან ერთად რომელიმე თბილი ქვეყნის, ფერადი ქალაქის ქუჩაზე და მოგისმენდი, როგორ საუბრობ :)

kanario said...

სოფ, დიდი იმედი მაქვს, განვახორციელებ მაგ სურვილს, იმიტომ რომ მეც ძალიან მინდა! :)) :*