• RSS

Sunday, March 6, 2011

ბაზალეთი. დღე 1


    ბლოგზე არ აღმინიშნავს, ოლიმპიადის მე–2 ტურში გამარჯვებულ აბიტურიენტს რა სიურპრიზი შეხვდებოდა, მაგრამ არც ახლაა გვიანი. : )
    თავისუფალ უნივერსიტეტს ბაზალეთზე ზამთრის და ზაფხულის სკოლები აქვს, გამარჯვებულს კი სწორედ აქ სასწავლად იწვევდნენ. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, მე, თამუნა, მამუკა და ჭრიკა (კლასელები) ერთად მოვხვდით სხვადასხვა საგნის ოლიმპიადიდან.

    ერთი კვირაა ზარს ველი და რაღაც გაუგებრობების მერე მაინც გავარკვიეთ და ახლა აქ ვართ. ^^  დილას ჩავლაგდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც მრჩებოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ადგილზე აღმოჩნდა : )) 
   ნუცუბიძეზე წამოვედით მერე, თავისუფალ უნივერსიტეტთან, სამივენი იქ დამხვდნენ, ჩემები... მერე ავტობუსი მოვიდა და მალევე დავიძარით. გზაში საათზე მეტი ვიყავით, მაგრამ არც მიგვრძნია, ძალიან მაგარი ბავშვები არიან, სხვადასხვა ინტერესების მქონეები და კომუნიკაბელურებიც (ზოგი) ან შეიძლება, კომუნიკაბელურები იმიტომ მეჩვენნენ, რომ თვითონ გამოველაპარაკე ყველას და "ვაიძულე", ხმა ამოეღოთ :D

   გარემო არაჩვეულებრივია. ძალიან კომფორტული და მყუდრო სიტუაციაა. რომ შემოვედით, დარბაზში შემოგვიყვანეს და ოთახებში გაგვანაწილეს. მე ვიღაც გოგოსთან ერთად მოვხვდი, მაგრამ ის არ ჩამოვიდა და მერე თამუნა შემოვიყვანე ჩემთან. : ) 

   პირველ ლექციაზე უნივერსიტეტი გაგვაცნეს, სხვებთან შედარებით რა უპირატესობები აქვს და ამბები... ცოოტათი დამღლელი იყო, მაგრამ უინტერესო არ ყოფილა. აი, მეორე ლექციაზე გავგიჟდი და გადავირიე. ანტიკური ფილოსოფია წაგვიკითხა ბატონმა ლერიმ, გვარი არ მახსოვს, სამწუხაროდ. ნუ, გვარი არც არის ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარი, მერე გავარკვევ.... იისეთი მაგარი ლექცია იყო, იისეთი... თან შიგადაშიგ დისკუსია გვქონდა, ჩვენი აზრის გამოხატვა შეგვეძლო. მომეწონა, ერთი სიტყვით. 

   ოთახში შევედი მერე, საბანს გადავაკარი, გამოვიცვალე... მერე აბაზანაში შევედი, ხელები უნდა გადამებანა, ონკანი რომ მოვუშვი, დუში ჩაირთო და გავილუმპე :დ ისევ გამოვიცვალე მერე :დ

   მანამდე მე და თამუნა გარეთ ვიყავით გასულები, ძალიან დიდი თოვლია, მაგრამ ყინულივით გამაგრებული და არასასიამოვნო... ცოტა სურათი გადავიღეთ და შემოვბრუნდით უკან. ფოტოებს მერე დავდებ, ახლა ვერ შევყარეთ... თუ ხასიათზე მოვედი, შეიძლება, ვიდეო–პოსტიც ჩავწერო... : )) ვივახშმეთ ცოტა ხნის წინ და კომპიუტერებთან დავსხედით... დარბაზიდან მუსიკების ხმა მესმის ახლა, წავედი, ვნახო, რა ხდება... :)) 

ხვალამდე.

7 comments:

Clown said...

მშვენიერრ ^_^

Anonymous said...

Salo, "musikebi" ra aris, ar grcxveniaa? :P micani, imedia :P :*

Unknown said...
This comment has been removed by the author.
Unknown said...

გმადლობ, კლოუნ! :**

გიცანი, გოგო, რაფერ არ გიცანი... :D მაგრამ 7 წუთში დაწერილ პოსტში ამის მეტი შეცდომა რომ არ იყო, მიკვირს... :დ არც გადამიკითხავს... თან აქ ისეთი სიტუაციაა, ზოგი ისე უქცევს, როგორი კილოთი ჩამოვალ თბილისში, კაცმა არ იცის... :D

Nanako Ust said...

საალოო... :)))

მაგარი სიტუაცია იქნება მანდ.. <3 წარმოვიდგინე.. :))) შენ კი მოგეწონა მანდ მაგრამ, მე რომ მომენატრე, არაფერი? :D

Unknown said...

ჩემი იადონის ბახალა, მეც, ბუს, ძაალიან! :*

მარი said...

აუ რა მაგარია. ყოველთვის წარმომედგინა თავი ასეთ სიტვაციებში .ემედია მეც მოვხვდები რაიმე ეგეთში მომალვალში დიდი გოგო რომ გავუზრდები :დ. :) .
გილოცავ !წარმატებებს გისურვებ! შენს მაგივრად მე მიხარია :*