• RSS

Monday, May 9, 2011

არაფერი ისეთი...




მზისფერ ქალაქში ფიქრობდნენ ჩვენზე და უხაროდათ...
...და გვიხაროდა...
თმებში სიმწვანეშეპარულები პატარა კაცუნებს დავდევდით ტროტუარებზე... 
უცებ აგვაწვიმდა...
მარაოსებრი ღიმილით გავხედეთ ერთმანეთს და შევეყინეთ...
მერე ფეხები შემოვიწყეთ მხრებზე და წავედით...
სისველეს ვეხებოდით თავებით...
მერე მივხვდით, რომ თავდაყირა გვეძინა და იმასაც მივხვდით, რომ 
არც ის კაცუნები იყვნენ კაცუნები...
ველოდებოდით მზეს და გონებაში ვიბრიონებივით ცურავდნენ ფიქრები...
არაფერი ისეთი...
ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი შეგვიყვარდა! 


2 comments:

bradawls said...

ვფიქრობ,რა ხდებაა.. რა ხდებაა.. და თურმე აი რაა.. )))
ძალიან კარგი იყო <3

kanario said...

^^ გმაადლობ! :)))