• RSS

Saturday, May 21, 2011

ფიქრების პირდაპირი რეპორტაჟი ავტობუსიდან


 ამ ბოლო დროს აღარაფერს ვწერ და ვამბობ სიტყვა "გამოცდა" თუ არ ჩავაკვეხე სადმე... მომბეზრდა... თავისუფლება მინდა, ცოტა... 



    რაც დიდი ავტობუსები აღარ დადის, ძალიან მიყვარს მძღოლის გვერდით ჯდომა... მარტო ვარ, ჩემთვის, წინ მთელ გზას ვაკონტროლებ, აქეთ-იქითაც. თან საოცრად მამხიარულებს კონტროლიორები რომ გადმოიჩაჩხებიან უბილეთო მგზავრის პოვნის იმედით და მოსწავლე რომ აღმოვჩნდები ხოლმე... მათ უკმაყოფილო სახეებზე ბევრს ვხალისობ მერე. 

   დღესაც ასე იყო... დაგავძვერი იქ, მუხლებზე ჩანთა დავიდე, ტელეფონი და ყურსასმენები მოვიმარჯვე და რაღაც ჩავრთე, დისკოს ჟანრის. საოცარი სენი მჭირს, არასდროს ვინტერესდები, რას ან ვის ვუსმენ, მთავარია, იმ მომენტში მესიამოვნოს და ხასიათში ჩაჯდეს. ასე იყო ახლაც, პირველივე წამებზე თავმა, "თანხმობის ნიშნად", წინ და უკან რხევა დაიწყო და ყველანაირმა სტრესმა გადამიარა...

  ვუსმენდი და ვხედავდი... ადამიანები მიდიოდნენ ტროტუარებზე. ზოგი გარბოდა, აგვიანდებოდათ... ზოგი ლაპარაკობდა - ტელეფონზე ან გვერდით მყოფთან... ზოგი ნაყინს ჭამდა, ზოგი ჩაფიქრებული მიაბიჯებდა, მაგრამ ვერცერთი მხედავდა მე, რომელიც მათ ცხოვრებას ვუმზერდი და რომელსაც თითოეული იმდენად მაინტერესებდა, თითო წლის სიცოცხლესაც გავიღებდი იმის გასაგებად, ვინ იყვნენ და რა აწუხებდათ ყველაზე მეტად ამ მრგვალ ბურთულაზე სიარულისას. 
   

   ერთი ქალი დავინახე მერე, ორი შვილი ჰყავდა, ჩემი ვარაუდით... ორი წლით დიდი იქნებოდა გოგო ბიჭზე, ასე - 5-3 წლისები იქნებოდნენ... ქალი ჩაფიქრებული მიდიოდა, ბავშვები უკან მისდევდნენ. გოგომ იცოდა, რომ "დიდი" იყო და დედასავით ექცეოდა ძმას, ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული და პერანგის საყელოს უსწორებდა დროდადრო... რაღაცნაირი, სევდიანი განწყობა დამიტოვეს და ჩამაფიქრეს. 


 შემდეგ გაჩერებაზე ჩამოვედი... ბავშვები "წრეში ბურთს" თამაშობდნენ, ბურთი გამოუგორდათ და გადავუგდე... თქვენობით მომმართა ერთმა.. შევცბი! ლამის ვიყვირე: არ მინდა დიდობა-მეთქი! მათ ადგილას წარმოვიდგინე თავი და გამახსენდა, ადრე, მე-11 კლასელებს რომ შევყურებდი ხოლმე, რამხელები მეგონნენ... მე მე-12 დავამთავრე ორი დღის წინ... მეწყინა.. მეტკინა.. გული დამწყდა, არადა ერთი-ორი წლის მერე მაგხელებთან ბურთით რომ ვითამაშო, ხალხი სიცანცარეს მიაწერს ჩემს საქციელს. თუმცა, რა მენაღვლება?! მიაწერონ! 

  ...თავს ვიტყუებ ახლა... მშვენივრად ვიცი, რომ მზეში გატანილი ნაყინივით დნება ბავშვობა და რძესავით რჩება მოგონებები. ყოველდღე უფრო და უფრო მეტი მომეთხოვება და მბოჭავს ეს... რატომ არ შეიძლება, ისევ მომინდეს ბოტასებით გუბეში გავლა და მერე გამიკვირდეს, რატომ დავსველდი-მეთქი? ან ისევ დამაინტერესოს, რა ხდება თოჯინების შიგნით და სათითაოდ დავამტვრიო ყველა... ანდაც, ისევ დავუჯღაბნო დეიდაჩემს მოსწავლეების რვეულები და დამნაშავესავით დავიმალო მერე მაგიდის ქვეშ... ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება გავაკეთო ეს ყველაფერი?! 

     თუმცა, ვიცი, მე ხომ უკვე საამისოდ ძალიან დიდი ვარ


5 comments:

მარი said...

პირველ რიგში მინდა მოგილოცო სკოლის დამთვარება და მომავალში უდიდესი წარმატებები გისურვო.
მეც შენნაირი ვარ ვისმენ ყველაფერს რაც მომწონს :).
ძალიან კარგი პოსტი იყო თბილი და ტკბილი. :*

Nanako Ust said...

ჰმმ... ^^ ვაიი.. "უცნობი ქალის წერილი"-ვით დამემართა ახლა, ავსლუკუნდი.. =|

აუ რა მაგარი იყო.. :შ

kanario said...

მარი, ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო! :* ძალიან მგავხარ, ყველანაირად, გემოვნებით, წერის მანერით... და მომწონს... ^^ გაკოცე!

ნანაკოო, ჩემი ბუსასუნა! :**

სოფი שרה Golden said...

რა კარგია. მე როცა თბილისში ვცხოვრობდი და ავტობუსით ხშირად მიწევდა მგზავრობა, ზუსტად ასეთი და ამდენი აზრი მომდიოდა თავში :)
არც მე მინდოდა გაზრდა, შენი ტოლი როცა ვიყავი, მაგრამ დამიჯერე, მართალია დიდობა ძნელია, მაგრამ იმდენი კარგი რაღაც მოჰყვება თან, ნამდვილად ღირს. ამიტომ, გაიზარდე ნელ–ნელა და ისიამოვნე :)
ძალიან კარგი გოგო ხარ! :*

kanario said...

ჩემი მზიანი სოfი... ^^ მადლობა დიდი, საყვარელო! :** მიჭირს ეს პერიოდი, მაგრამ საინტერესოა გაგრძელება.. : ))