• RSS

Saturday, December 3, 2011

ცოტ-ცოტა ყველაფერზე


სანამ ემოციები გამნელებია, შემოვვარდი...
დღევანდელ დღეს ერთი ლექცია მაქვს ხოლმე - ძველი ბერძნული. ყოველთვის კარგი განწყობით ვხვდები ქეთი მასწის ორ საათს, იმიტომ, რომ პროტონებით სავსე ხდება მომენტალურად აუდიტორია... არ ვიცი, რატომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ხოლმე... თან შაბათს სწავლას ისედაც მიჩვეული ვარ, მთელი ცხოვრება 6-6 და 7-7 გაკვეთილი გვქონდა ხოლმე "ალბიონში", ბოლო წელს რვაც კი :/  ალბათ, ამის ბრალია, სამოთხედ რომ მეჩვენება უნივერსიტეტი...

ერთგვარი ტრადიციასავით დაგვიწესდა მე და ჩემს თათიას შაბათს ერთმანეთის ნახვა. მართალია, ეს ყოველკვირეულად არ გამოგვდის, მაგრამ მაინც ვცდილობთ, ძალიან არ დავიკარგოთ... დღესაც ერთ-ერთი ასეთი დღე იყო... იმხელა ემოციურობით გამოირჩევა ყოველი ჩვენი ჩახუტება, სუსტი გულის პატრონებმა არ უნდა გვიყურონ :-D ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს... უფრო სწორად, თუ დათვლაა, რაში არ ვგავართ, ჯობია, ეგ დავთვალოთ, ერთ ხელზე დაგვეტევა მაინც... <3 

განსაკუთრებით წიგნებზე გვიყვარს ლაპარაკი, ჩვენი აქილევსის ქუსლია ეს თემა, რამე კარგს წავიკითხავთ თუ არა, იწყება ჩვენი მესიჯობანა და "არიქა, როგორ მომეწონა, გოგო!" 

თეო, გვიყვარხარ! : ) 
მიყვარს weekend-ები, ამოსუნთქვის საშუალება მაქვს... ისე, არც ისეთი დატვირთული კვირა მქონდა, სიმართლე რომ ვთქვა... ამერიკანისტებსაც ხშირად ვნახულობ ხოლმე, ამ ხუთშაბათსაც მეორე კორპუსის ბიბლიოთეკაში მოვიკალათეთ, ხმაურის აკრძალვის გამო, ჩუმად ხარხარი დავამუღამეთ მე და ნუცამ : )) გამოცდა ჰქონდათ და მეცადინეობდნენ, თან ქეთის ველოდებოდით... <3 


შუალედურებში კარგი ქულები მაქვს, როგორ მიხარია <3 ლიტერატურათმცოდნეობის შედეგის გაგებაღა დამრჩა და მეორე წრეზე წავალ... დიდი გამოცდები იანვრის ბოლოსკენ მიწევს... მანამდე, იანვრის პირველ კვირაში იმდენი რამ უნდა ჩავატიო, ნეტა 30 საათი მაინც იყოს დღე-ღამეში... :/ 
ორშაბათისთვის ფილოსოფიის რეფერატი მაქვს მოსამზადებელი, მაგასაც უნდა ჩავუჯდე ხვალ... 
კიდევ რაღაც წვრილმანი სიახლეებია, მოყოლას აზრი არ აქვს, თუ რამე მნიშვნელოვან შედეგებს მომიტანს, ეგრევე გაცნობებთ, ტე პრომეტო <3 

ბათუმელი პოეტების ტურნე დაიწყო, 8-ში თბილისი უწევს, ძალიან მინდა წასვლა... წესით, არ უნდა ჩამშხამდეს ეს გეგმები, ვნახოთ... <3 


ჰო, მართლა, ორი დღეა ფრანცისკო ფრანკოს ბიოგრაფიას ვეცნობი დაწვრილებით... პირველი მცდელობაა იმისა, რომ ჩემი ინიციატივით ისტორიული პირის ცხოვრებით დავინტერესებულიყავი... განსაკუთრებული დამოკიდებულებებით გამოვირჩევი ამ დიქტატორის მიმართ, რატომღაც... 

ჩემს მოსაზრებებსაც გაცნობებთ წიგნთან დაკავშირებით, ოღონდ ცოტა მოგვიანებით... 
ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო...
ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ ყველას! 

0 comments: