• RSS

Thursday, January 12, 2012

My sweetes sister ♬



   ხშირად მიფიქრია, როგორი ვიქნებოდი, დის მაგივრად, ამხელავე ძმა რომ მყოლოდა... ალბათ, არა ისეთი, როგორიც ახლა ვარ...  არ მეყოლებოდა გვერდით ადამიანი, რომელსაც ვეჭორავებოდი, ვეცანცარებოდი და ისიც გულიანად იცინებდა ამ ყველაფერზე : )) მეგობრებს, რომლებსაც პატარა ძმები ჰყავთ, ნერვები მუდამ ცუდ მდგომარეობაში აქვთ ხოლმე : ) ამ მხრივ მართლა გამიმართლა!

   ხუთი წლის ვიყავი, ჩემები რომ დაფეთდნენ და სადღაც გავიქეცით... დედას წითელი ხალათი ეცვა, რაღაც შენობის ფანჯრიდან გადმომხედა, მერე გაუჩინარდა... ოჯახის წევრები აქეთ-იქით დარბოდნენ, ექიმი ვნახოთო... დეიდაჩემს ფეხსაცმლის ქუსლი მოსტყდა სირბილისას... წვიმდა... 2 ივნისი იყო, მაგრამ მაინც წვიმდა და არც ისე ცხელოდა... მერე გამოვიდნენ და გოგოაო... მეეჭვიანა... ბიჭი უფრო მესაინტერესოვებოდა, რატო ბიჭი არ თქვეს-მეთქი, ვფიქრობდი... მერე მე მიყურებდნენ და ჩემდა საუბედუროდ, რასაც ვფიქრობდი, სახეზეც შემატყეს...

   რამდენიმე დღეში ადიელაში გახვეული რაღაცა მოიყვანეს... კიბეებზე დავხვდი და იქ გავიცანი პირველად. ისეთი ცქნაფა იყო, რომ გახსნენ, ბალიშის ნახევარი ძლივს იქნებოდა... იმ დღის მერე სულ სხვანაირად დაიწყო ცხოვრება. რაც უფრო იზრდებოდა, ნერვებს უფრო ვუშლიდით ერთმანეთს... შუადღით რომ ეძინა, კი ვსარგებლობდი ხოლმე მშვენივრად: თუ ამას არ შემისრულებთ, ვიყვირებ და ნანუკას გავაღვიძებ-მეთქი. ჯერ ნანუკა იყო, ცოტა ლაპარაკი დაიწყო თუ არა, ერთ დღესაც გამოგვიცხარა: "მე ნანუკა ალა, მე ნანაკო-ვო!" : ) იმის მერე დარჩა და დარჩა ნანაკოდ :)

   ყველაზე ცუდად ფრაზა - "პატარაა, დაუთმე" - მახსენდება. რამდენჯერ გვიჩხუბია! ფეხსაცმელიც კი მიგემია თავში მისგან : ))) მერე, ცოოტა რომ გაიზარდა, უფრო ვუგებდით ხოლმე ერთმანეთს, ჩვენი საიდუმლოებიც კი გვქონდა...

    ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, სახლში რომ მოვდივარ და არ მხვდება (კიდევ კარგი, იშვიათად აქვს საღამოთი საქმეები), მენატრება ხოლმე... ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით... გვიყვარს ხოლმე ოთახში შეკეტვა და ჭორაობა, სიმღერების მოსმენა... დილით რომ იღვიძებს ხოლმე და ვეტინგიცები, ჯერ სერიოზულად მიყურებს (ჩემზე სერიოზულია, რას ვიზამთ:)) ), მერე ეღიმება, მერე ერთად ვიხოცებით სიცილით... რამდენჯერ გვიცინია ჩაფსმამდე :))) გვერდი-გვერდ ვმსხდარვართ და გვიმესიჯია... წიგნებზე გვიტირია ბეევრი და არამარტო წიგნებზე :)) სულ სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს, არადა... ყველაფერი განსხვავებული მოგვწონს: საჭმელი, ტანსაცმელი, ფეხბურთის გუნდი, მუსიკა... კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, რომ ძალიან მაგრად უკრავს და მღერის, ანსამბლ "მზიურის" ერთ-ერთი წევრია... მგონი, ადრეც მითქვამს ეს თქვენთვის... კი, ორი წლის წინ მომიყოლია, თურმე: ჩემი "მზიურელი" დაიკო

   მიუხედავად იმისა, რომ გემოვნებით აბსოლუტურად განვსხვავდებით, უამრავი რამ გვაკავშირებს მაინც! თუ ვინმე შურიანი წაიკითხავს ამ პოსტს, მინდა, გაიგოს, რომ ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს! რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ისევ შევიკეტებით და ისევ ვიჭორავებთ ბევრს, ბევრს, სანამ ენები არ დაგვიბუჟდება... 
ისე, მაინცდამაინც ნუ გამორიცხავ, მკითხველო, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს შენც კი გახდე ჩვენი ჭორაობის მთავარი თემა, თუ უკვე არ გამხდარხარ!  : )) 

10 comments:

Sofo said...

ra kargi posti iyo !;))

musiciangirl said...

ვაიმე, ვაიმე და კიდევ ერთხელ ვაიმე!!! <3<3<3
რა მაგრობა იყო, აააუ! <3<3<3
ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ!!! <3<3<3<3<3 :*:*:*:*:*

donaldo2191 said...

sayvareli..me dzma myavs da nu ragaceebs tuar chavtvlit kai dzamiko myavs ;D

მარი said...

აუჰ <3 რა საყვარელი პოსტია ..
მე მყავს ჩემზე 6წლით პატარა და და ჯერ კიდევ ერთმანეთის ნერვების მოშლით ვართ დაკავებულები .
იმედია მალე ჩვენც თქვენსავით ვიქნებით <3
ორივე ,ძალიან მიყვარხართ <3

Anonymous said...

ლამაზი პოსტი იყო, შენი და კი მართლაც მაგრად მღერის :* ორივე მაგარი უსტები ხართ :დ

onlymo said...

რა თბილი პოსტია!
მე და ჩემი დაიკოც მასე ვართ, ბავშვობაში სულ ვჩხუბობდით. ახლა ყველაფერი შეიცვალა.
"პატარაა, დაუთმე" :D:D ხახა, მეც ცუდად მახსენდება ეს ფრაზა.

musiciangirl said...

ვაიმე, რამდენჯერ წავიკითხე უკვე, არ ვიცი! ძალიან მაგარი და მყავს მე! <3

kanario said...

sofo, didi madloba!

nanakus, chemi gogo xar! <3

donaldo, xo, zogjer ureven xolme dzmebi :D

mari, darwmunebuli var, tqvenc dzalian magari doba geqnebat, cota acale da... <3

anonymous, mgoni, siyvarulovna xar, tu ar vcdebi.. :)) madloba didi, mec meamayeba xolme <3

onlymo, mixaria, rom gesmis chemi : )))

Sophie שרה Golden said...

ძალიან საყვარელი დაიკო გყავს. თავიდან 5 წელი ძალიან დიდი განსხვავებაა ხოლმე, სამაგიეროდ მერე უკვე ისეთი მეგობრები ხდებით, ვერასოდეს ვერავინ გახდება შენთვის დაზე ძვირფასი და ახლობელი.

ჰოდა, შანსი მაქვს ვთქვა, რომ ბლოგერების საახალწლო ვიდეოში, ყველაზე კარგად და დახვეწილად შენი დაიკო მღერის, დანარჩენები არ მოისმინება, უკაცრავად :დ

kanario said...

didi madloba, sofii :* <3