• RSS

Friday, February 17, 2012

ჩემი თილისმა კატო ^^


     ბევრჯერ გადავდე ამ პოსტის დაწერა, მაგრამ მთლად ჩემი ბრალი არ იყო. 

   რაღაც ტრადიციასავით დამიწესდა, ჩემთვის საყვარელი ადამიანების შესახებ რომ ვწერ ხოლმე და ბლოგის მკითხველებს ვუყვები იმ ხალხზე, რომლებთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს. 
   

   ჩემი და ეკას მეგობრობა ძალიან უჩვეულოდ დაიწყო და არც ვიფიქრებდი, ასე მალე თუ განვითარდებოდა... კი, მართალია, ყველასთან თბილი ვარ, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულებები მაქვს მასთან. თავიდანვე გამოვნახეთ საერთო თემა: ფეხბურთი, რომელზეც ყველაზე ხშირად ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბარიერია ჩვენ შორის აღმართული (მე რეალის გულშემატკივარი ვარ, კატო - ბარსელონასი), ბევრს ვკინკლაობთ ამ საკითხზე, მაგრამ ზოგადად ესპანური ფეხბურთი გვაერთიანებს და გვაშოშმინებს ხოლმე : ) 

   მიყვარს, როცა ვჭორაობთ... ხშირად ვეკითხები აზრს, იმიტომ, რომ ვიცი, ყოველთვის კარგს და ჭკვიანურს მირჩევს.

    ამ ბოლო დროს, გამოცდების ავადსახსენებელ პერიოდში, თილისმასავით მყავს. წინა ღამით ვწერ ხოლმე, ვეწუწუნები, ვერ დავწერ, იმდენია სასწავლი, ჩავიჭრები, ეს მომივა, ის მომივა-მეთქი, მაგრამ ორი წინადადებით ისე მამშვიდებს, ფსიქოლოგის თერაპიები მონაგონია! თუმცა, ასე ძალიან არ გავოცდებოდი, ეს მხოლოდ მეგობრული რჩევა რომ იყოს, მეორე დღეს მართლა კარგად ვწერ ხოლმე. <3 (თუ ვინმეს, გამოცდების კარგად ჩაბარების მიზნით, ჩემი ეკას გაცნობა მოუნდება, ვეტყვი, რომ პირადი საკუთრებაა ეს თილისმა :P :))) )
ჩემი უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და გრანტის ამბავი პირველმა ეკამ გაიგო, მერე ოჯახის წევრებმა : )) სკაიპით ვლაპარაკობდით და პირველს ვახარე ^^ 



    ყველაზე კარგად ახალი წლის წინა დღისით ერთად გატარებული დრო მახსენდება...

    სანტას ქუდებით რომ მოვიარეთ ძველი თბილისი და რუსთაველი, მთელი გზა ინდურ ცეკვას რომ ვცეკვავდით და ისე ვიყავით ატეხილები, ბოლოს ინდოელებმა გაგვაჩერეს, ასეთი ქუდები სად იყიდებაო? :))) 

    MC დავიპყარით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...
 რუსთაველის კინო-თეატრში სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ...
  კახის (ეკას ძალიან სიცოცხლე დიშვილის) გატეხილი საახალწლო სათამაშოს მსგავსი ვეძებეთ და ვიპოვეთ... ბეეევრი ვილაპარაკეთ... ეკლესიაში სანთლები ავანთეთ და მერე დავიშალეთ...
  


   ერთადერთი ცუდი ის არის, რომ ხშირად ვერ ვნახულობთ ხოლმე ერთმანეთს... მაგრამ მალე ეს პრობლემაც გამოსწორდება, ვიცი... ^_^

   მინდა, რომ ძალიან წარმატებული იყო, ეკ! მინდა, რომ ყველაზე მეტად რაც გინდა გულით, ის სურვილები აიხდინო! მინდა, რომ ყოველთვის, როცა სკაიპში ან fეისბუქზე შემოვალ, ძალიან, ძაალიან გამიხარდეს შენი იქ ყოფნა... მინდა, რომ მომავალშიც სულ ერთად ვიყოთ და მჯერა, რომ ასეც იქნება para siempre <3...! 


P.S. ბოლოს ვიტყვი, რომ დიდი იმედი მაქვს,მომავალში ნათლია და დეიდა ბავშვს არ გადამირევენ! 
ჩემი პატარა რეალის ფანი იქნება :^) 

5 comments:

Eka said...

Salo chemo lamazoo dzalian dzalian Te amo <3 agprtovanebuli var am statiiit <3
ps . chemi momvalai natluli avaduxsenebeli arasodec ar ikneba <3 gmertma da natliam daiparos !!! :)))

მარი said...

სალოო :*
სიყვარულით ხარ სავსე :)

musiciangirl said...

ჰაჰ. დეიდა :დ <3 <3
ეკააა <3
უსაყვარლესი და ულამაზესია :* :*

Sophie שרה Golden said...

მე მომწონს შენი ასეთი პოსტები, ძალიან. რა ჯობია, როცა საყვარელი ადამიანები გყავს და მათზე წერა შეგიძლია და გამოხატავ შენს სიყვარულს, მადლიერებას.
სალო, კარგი გოგო ხარ ძალიან და შენი თილისმაც ისე საყვარლად გამოიყურება. იმედია, მუდამ იმეგობრებთ! მუდამ!!!

kanario said...

ეკ, მეც ძალიან ტე ამო! <3

მარი, ჩემო თბილო გოგო, როგორ გადმოსცემ ხოლმე შენს სითბოს 2 სიტყვაშიც კი!

დიახაც, ნანაკუს, დეიდა... : ))


სოფი, მიხარია ხოლმე შენი კომენტარების დანახვა, თან ისეთი მუხტი აქვს, ცხოვრებაზე ხელი რომ გქონდეს ჩაქნეული, მოგაბრუნებს :*
მიხარია შენი ამბები, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება :*