• RSS

Friday, February 24, 2012

ერთი დღე "ბარბის სახლში"



  დამიდგა ნანატრი პერიოდი... გამოცდები დავამთავრე, ახლა ქულების მოლოდინის რეჟიმი მაქვს, ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს... ორი საგნის შედეგსაც გამოაქვეყნებენ და I სემესტრს "მწვანე პწიჩკებით" მოვრჩები...

  მეორე სემესტრში გასავლელი საგნებისთვის ზრუნვა ჯერ არ დამიწყია, თავისუფლებით ვტკბები, გასართობ პროგრამას ვიდგენ. აქეთ-იქით უნდა ვიწანწალო და დავისვენო... შეიძლება, ზოგს გაუკვირდეს, წანწალში რა სიამოვნებას იღებსო, მაგრამ რატომღაც სახლში ჯდომით ვერ ვისვენებ ხოლმე. ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა მართობს, ინტერესს მიღვიძებს, მაფიქრებს... დოჩანაშვილის პერსონაჟის არ იყოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში საფიქრალი მასალა ხომ უნდა მოვიგროვო!


   დღეს მამაჩემს გავყევი თავის ახლანდელ სამსახურში, მამა გარდაბნის სოც.სამსახურის უფროსი იურისტია. დღის მანძილზე სასამართლო პროცესი ჰქონდა დაგეგმილი, მშობლებისთვის ყოველგვარი უფლება-მოვალეობა უნდა ჩამოერთმია. მშობლებმა ბავშვის მოვლაზე თქვეს უარი იმ მიზეზით, რომ საშუალება არ ჰქონდათ, ეზრუნათ მასზე. კაცმა წერა-კითხვაც არ იცოდა, ხელი მოაწერეთო, რომ უთხრეს, არ ვიციო... გავგიჟდი... მერე დაუწერეს თავისი სახელი და გვარი და გადახატა.. ისე ძალიან შემეცოდა...
    პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. ჩემს სითარსეს მამაჩემის პროფესიონალიზმმა სძლია და მაინც მოიგო :D (შარშანწინ კლასის საფეხბურთო არცერთ თამაშს არ დავსწრებივარ და თასი გვქონდა :))) სხვა გოგოებს რომ სთხოვდნენ, გვიგულშემატკივრეთო, მე მეხვეწებოდნენ, წადი რააო!) ისეთი მყუდრო და საყვარელი სასამართლო აქვთ გარდაბანში, მამაჩემი "ბარბის სახლს" ეძახის :D მოკლედ, გადაწყვეტილება გამოიტანეს, მშობლებს ყოველგვარი უფლება შეუწყვიტეს, ბავშვი სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადავიდა... საოცარია, არა? ვიღაც უცხო პირები რომ წყვეტენ შენს ბედ-იღბალს ან თუნდაც დედ-მამა რომ გტოვებს უკვე მოზრდილ ასაკში. მხოლოდ იმის გამო, რომ ინვალიდი ხარ, ბევრი დაავადება გაქვს და მათ შენი მოვლის არც თავი აქვთ და არც შესაძლებლობა. 

   ცხოვრებას კი შავმანტიამოსხმული სულიერი გიწყვეტს. ცოტა უცნაურია, მაგრამ იმდენად გაუჯდა ეს სიტუაცია ადამიანთა მოდგმას, უჩვეულო ამბად აღარც აღიქვამენ... აი, მე კი ვერ შევგუებივარ იმ ფაქტს, რომ ამ "ურეჟისორო სპექტაკლს" ხალხის ცხოვრების ბევრი დეტალის შეცვლას შეუძლია, ბევრის ატირება და ბევრის გაცინება... 
    დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი "მწარე სპექტაკლის" უუფლებო მონაწილე ვიყავი, "სცენაზე" ვიდექი და თითოეული "მსახიობის" ქმედებას ლუპით ვუმზერდი. არ მომწონს! შინაგანი უუზარმაზარი პროტესტი მაქვს და მხოლოდ სიტყვები ვაი, რომ ვერ გამოთქვამს და გამოხატავს ჩემს შეხედულებას.

    ოფისში დაბრუნებულებს სხვა ადამიანები დაგვხვდნენ თავიანთი პრობლემებით... ისეთი ამბები და ისტორიები მოვისმინე, თავი ვენესუელურ სერიალში მეგონა.


  ორი მოხუცი კაცი იყო მოსული, აქამდე ვფიქრობ და ჯერ ვერ მივხვდი, ერთმანეთის ვინ გამოდიოდნენ ან რა შეიძლებოდა დამერქმია მათ "ნათესაობას". მოკლედ, ერთი ქალის ორი მამამთილი იყო, ძველი და ახალი... დიდი მეგობრებივით მოვიდნენ. რძალს ძველ ქმართან გაჩენილი შვილი დაუტოვებია და გათხოვილა :D 
   ისე, მამაჩემს თვალები შუბლზე რატომ არ ასდის, მიკვირს... თუმცა, იმდენად მიეჩვია უკვე ასეთ ამბებს, ჩემი გაოცების ფორმა უფრო საინტერესო იქნებოდა მისთვის, ვიდრე თვითონ ისტორიები... :)))

  მოკლედ, საოცარი დღე მქონდა, ბევრი ადამიანი გავიცანი, ბევრის ცხოვრებაში "შევიჭყიტე" დაუკითხავად, ბევრის არსებობაზე ჩავფიქრდი, ბევრის ემოციამ გამაკვირვა...

     მათთვის მე კობას ერთი ღიმილიანი გოგო ვარ, რომელიც სტუმრად ჰყავდა მამიკოს სამსახურში... ალბათ, ვერც კი იაზრებენ იმას, თუ რამდენ რამეზე გამამახვილებინეს ყურადღება ცხოვრებაში.

P.S. პოსტის წერის პროცესში დარჩენილი ორივე ქულა მაღირსეს, რისთვისაც მადლობა საგამოცდო ცენტს... თურმე, კარგი გოგო ვარ ^_^

4 comments:

მარი said...

წარმატებები სწავლაში <3
სახლში ჯდომით მეც ვერ ვისვენებ უმრავლეს შემთხვევაში ,მაგრამ ხანდახან რომ მომკლა გარეთ ვერ გავალ <3
რა ვქნა ,ესეთი ცვალებადი ვარ <3

gijmaj said...

რა სასოწარკვეთილი უნდა იყოს ადამიანი რომ საკუთარ შვილზე შეგნებულად თქვას უარი... :(

სიყვარულოვნა said...

მინდა ერთხელ სასამართლო პროცესს დავესწრო :/

kanario said...

mari, madlobaa :*

gijmaj, ho, sashinelebaa... :S

nati, ar aris dzneli! stajioris statusit shegidzlia daeswro.