• RSS

Monday, December 31, 2012

30 დეკემბრის საღამო


ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან შემომიტია საახალწლო განწყობამ, იმდენად, რამდენადაც უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში ერთბაშად არ მომძალებია. 

მიუხედავად იმისა, რომ სასტიკი საგამოცდო გრაფიკი მაქვს, არ ვაპირებ, ჩავიშხამო ეს დღეები, 2-მდე მაქსიმუმ და ბოლომდე შევიგრძნო 2013 წლის მოსვლა. (ბოლო-ბოლო 21 დეკემბერი გადავაგორეთ და ეკუთვნის :) )

მე და ნანაკოს ჩვენებური სამზადისი გვქონდა. სამზარეულოში ბებო და დედა ფუსფუსებენ ხოლმე და ჩემი ადგილი აღარც არის, დიდად არც მე მიყვარს იქ ტრიალი სხვებთან ერთად, ჩემი ინიციატივით კიდე ხო, ორი "უფროსის" ხელში ნამდვილად ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად. 

ამიტომ მე და ნანაკომ გავშალეთ ყველანაირი საკანცელარიო ნივთი, რაც შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა და დავიწყეთ:


პირველ რიგში გვინდოდა, რომ ფერადი გირლანდა გაგვეკეთებინა, მოგრძოდ დაჭრილი ფერადი ფურცლები ნანაკოს გადავუწყე და მე გულების გამოჭრა დავიწყე... ძაფზე უნდა ამესხა.
ასევე მოვექეცი "happy new year"-საც.


ამასობაში, ნანაკო გირლანდების კეთებას განაგრძობდა, თან DJ-ს ფუნქციასაც ითავსებდა და საახალწლო მუსიკით მაბრუებდა ))



ადრე ჭრელა-ჭრულა ბურთულებს და სხვადასხვანაირ სათამაშოს ვკიდებდით ხოლმე ჩვენს ვერცხლისფერ ნაძვის ხეზე, მაგრამ წელს აღარ მომინდა, რატომღაც. ან ლურჯი იერ-სახე მინდოდა, რომ მიმეცა, ან წითელი და საბოლოოდ ასეთი გამოგვივიდა <3


მამაჩემმა რომ დაინახა მთელი შეკვრა ფერადი ბუშტებისა, შეშფოთებულმა გვკითხა, ეს ვინ უნდა გაბეროსო... ჩვენც გაბადრულებმა ვუთხარით, რომ თვითონვე გავბერავდით და დავიწყეთ... ))


მერე შევთანხმდით, რომ სითბოზე მალე ჩაიფუშებოდა და გადავწყვიტეთ, ხვალ გაგვეგრძელებინა... 

ხვალ 12-მდე ვიძინებ, თუ არ გამაღვიძეს... ბლოგერული ტრადიციული შემაჯამებელი პოსტიც მაქვს შესათხზველი, მაგრამ არ მეზარება, მართლა ნაყოფიერი იყო 2012. 

მოკლედ ასე, ცალი თვალით შემოგაჭყიტეთ ამ საღამოს გაკეთებული რამეების დასათვალიერებლად.
ბედნიერ დამდეგს ხვალ გისურვებთ, 

ახლა კი ტკბილი ძილი.

31. 12. 2012 / 2:18 am 

1 comments:

marimga said...

თქვე ტკბილებო და საყვარლებო <3
მეც მაქვს კარგი საახალწლო განწყობა,ეს გაციება და უხმობა ,რომ არ მიშლიდეს ხელს :|
იმედია,ხვალ უკეთ ვიგრძნობ თავს <3
შემაჯამებელი პოსტებით აჭრელდა დღეს ფბ :)) მეც უნდა დავწერო ხვალე ...
პ.ს სალო ,ნეტავ იცოდე,როგორ მიხარია ,შენი ბლოგერული აქტიურობა :დ