• RSS

Tuesday, January 1, 2013

მეკვლე ჩემს ბლოგზე - 2013


..და, აი, დადგა 2013-იც!
წუხელ კარგად მოვილხინეთ, მაგრამ დღეს მაქვს უჟმური განწყობა ცოტათი : )
ერთი ჩვეულებრივი დღე გვქონდა, 2 ხდებოდა, რომ გავიღვიძე, ჩემი ბარბარე იყო შემოსული და წამოვფრინდი.

მერე მე და ნანაკომ ფილმის ყურება გადავწყვიტეთ. რამე საახალწლო გვინდოდა და "new years eve" შევარჩიეთ. ყავა დავლიეთ, ვისუსნევეთ შოკოლადებით, ვუყურეთ, ვიცინეთ და რომ დამთავრდა, შებინდებული იყო უკვე.

შარშან ამ დროს ბლოგზე "მეკვლე" მყავდა.
მინდა, რომ წელსაც დავწერო მსგავსი და საერთოდაც, ტრადიციასავით ჩამოვიყალიბო :)

ბევრი არც მიფიქრია, სხვა ვინ უნდა იყოს წლევანდელი მეკვლე, თუ არა ჩემი პაწაწინა ნათლული :*


გამეზარდე დიდი და სასახელო გოგო, ჩემო ტკბილო <3

ესეც ასე, ჩემმა პროექტმაც დაიწყო არსებობა. 
დაე, გამიძელით ყოველდღე! 

0 comments: