• RSS

Thursday, January 3, 2013

Amelie Poulain - ზღაპრული გოგონა და ფრანგი კომპოზიტორი - ამავე ზღაპრიდან



ფეისბუქის ფეიჯიდან ფეიჯზე უაზროდ გადავდიოდი მაშინ, როცა ჩემმა დამ დამიძახა და მითხრა, რომ საინტერესო ფილმი აღმოაჩინა. მეც გავქანდი, გამოვიტანე ორი ფინჯანი ყავა და ჩავსხედით...

მე მრცხვენია, რომ ეს ფილმი აქამდე ნანახი არ მქონდა და, ამავე დროს, ბედნიერი ვარ ყოველივე ამის გამო! 


ორი არასრული საათის განმავლობაში მოვწყდი ამ სამყაროს და გადავეშვი ზღაპრულ საფრანგეთში, სადაც ერთი უფრო ზღაპრული გოგონა ცხოვრობს და ცდილობს, დაუჯერებელი სიტუაციებით ხალხი გააოცოს და გააბედნიეროს. მათი ნატვრები აახდინოს, მათ ცხოვრებაში ისე შეიჭრას, რომ თავისი კვალი კი არ დატოვოს, არამედ მხოლოდ აღტაცება. 
ეს არის არაჩვეულებრივი ფერებით შეფერადებული ფილმი, ზუსტად ისეთი, მე რომ მიყვარს და მიზიდავს.
საოცარი ჰუმანურობით სავსე. 
ყოველი ადამიანის შინაგანი სამყარო ისეა დაჭერილი და გადმოცემული, გგონია, ფილმის რეჟისორს პირადად იცნობდი და ოდესღაც შენ მიერ გამხელილი საიდუმლო გამოიყენაო გადაღებისას. 

წიგნებიდან მყავდა გამორჩეული ავტორი, მაგრამ არ მეგონა, რომ "სიბერეში გაკინემატოგრაფებული" ასე გავკადნიერდებოდი და საყვარელი ფილმიც კი მექნებოდა.
დიახ! მე დღეს ეს გოგონა ვიპოვნე! 


ახლაც, შუაღამეა თითქმის, თუმცა, რაღა თითქმის. 
მე ვზივარ, ჩართული მაქვს იან ტიერსენის კომპოზიციები და ემოციებს ვერ ვიკავებ... 
ამ ფილმმა კიდევ ერთი საყვარელი კომპოზიტორი აღმომაჩენინა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამიერიდან წიგნების კითხვის დროს. 
უტექსტო, ჰარმონიული მელოდია, ფინჯანი ჩაი და წიგნი ხომ ჩემთვის ის განუყრელი სამეულია, რომელთა დაშორებაც არაფრით გამომდის!


P.S. ფილმს შეგიძლიათ, უყუროთ  აქ

4 comments:

marimga said...

დამაინტერესა, ვუყურებ აუცილებლად ^_^

Salome Kanario said...

ააუ, როგორ მშურს შენი :დდდ

Sophie שרה Golden said...

რა კარგი ფილმი აღმოუჩენია შენს დაიკოს და ზუსტად თავის დროზე :) ახლა წინ გაქვს მთელი დღეები, რომ კიდევ ბევრჯერ ნახო და მთელი ფილმი დაიზეპირო. დეტალებზეა ეს ფილმი, დეტალები კიდევ ყველაზე ლამაზია ცხოვრებაში, ჩემი აზრით. მაგალითად, დაშაქარული მურაბის კოვზით ჩატეხვა რომ უყვარს ამელის და უცნაური სტატისტიკის შეგროვება, ისევე როგორც ნინოს. რა ტკბილი წყვილია. <3

Salome Kanario said...

ყველაზე მეტად იმ ეპიზოდმა გამაოცა, სიყვარულს როგორც გამოხატავენ <3
ეგრევე ტუჩებში რომ არ ეძგერნენ, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთია :დდდ

უთბილესი...
ლობიოს მარცვლებში თითების ჩაცურება?
აუუუ <3