• RSS

Saturday, January 5, 2013

დეპრესიული დღის ფინალი



მგონია, რომ ყველაფერს, რაც კი არსებობს, თავისი საზღვარი აქვს... მე კი არ მინდა, ეს საზღვარი ჩემი ინიციატივით შევამოკლო. 

შინაგანად დეპრესიული დღე მქონდა დღეს, მიუხედავად გარშემომყოფ(ებ)ისაგან დიდი ყურადღებისა ჩემ მიმართ, მაინც საკუთარ თავთან მინდოდა მარტო ყოფნა... :/ 

"პოკერი სიყვარულის წესებით" იყო იმ ორ "შვებათაგან" ერთ-ერთი, რომელიც დღის ბოლოს მივიღე, მეორე კი მეგობრობას მივანდე. 


უცნაურია, როგორ ახერხებენ ადამიანები მეორე ადამიანის თავის ჭკუაზე გადაყვანას და 180 გრადუსით შემოტრიალებას. ნიჭიერი ხარ, ძმაო, ვაღიარებდი სულ და ვაღიარებ ახლაც! და ზოგჯერ მგონია, რომ ზუსტად მაგიტომ მიყვარხარ, ჩემს წუწუნს რომ იტან ხოლმე და მერე დინჯად, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებით ისე მათქმევინებ "კი, ეგრეა"-ს, ღიმილი გადამეფინება ხოლმე. : ) 

ისიც საოცრად მსიამოვნებს, შენ თუ გიჭირს რამე და მიყვები, მეც მინდება, გადაგაფიქრებინო მსგავსი სისულელე, რასაც იმ დროს ამბობ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ძალმიძს, იმიტომ, რომ ზომაზე მეტად ჯიუტი ხარ! ვიცი, რომ იმ მომენტში შენთვის მთავარია, გისმენდნენ და მეც შემიძლია დილამდე გისმინო, ოღონდ მეორე დღეს ის რეზულტატი გქონდეს, რასაც მე ვამბობ ხოლმე... და ასეც ხდება! 

მშვენიერია. 
მართლა მშვენიერია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, შენზე ძლიერი ადამიანი მეგობრად. 

ახლა ხასიათი კარგია და, შესაბამისად, აღარც ვუღრენ ჩემთვის საყვარელ ადამიანებს <3 

0 comments: