• RSS

Saturday, January 12, 2013

სიცილის თერაპია



ალბათ, ყველას ჰქონია მომენტი, როდესაც მეგობართან ან მეგობრებთან ერთად არის და სიცილის მუხლუხო შეუჩნდება...
ასეთი მომენტი მქონდა ზუსტად დღეს, მე და შოკო მარტოები ვიყავით, ვლაპარაკობდით ათას საჭირბოროტო თემაზე, ვჭამდით პილმენს და შიგადაშიგ ტელეფონის ზარიც "გვაწუხებდა" :)) 

უცებ მოფრინდა ეს მუხლუხო... დიახ, ამ მუხლუხომ ფრენაც იცის და უშნოდ იგრიხება, რომ ძალიან გაცინოს... მეტი რომ არ შეიძლება, ისე... მოვიდა და ჩვენც ავტყდით... სოფლელი ბავშვის პაროდიებს ვაკეთებდით, ოღონდ ეს შეურაცხმყოფელად სულ არ გვეჩვენებოდა, პირიქით, ნებისმიერი მსგავსი ბავშვი რომ ყოფილიყო ჩვენთან ერთად, ისიც შესანიშნავად გაერთობოდა... მერე საკუთარი ბავშვობიდან გავიხსენეთ რაღაც ეპიზოდი, თან ისეთი, ყველა ჩვენგანს რომ ექნებოდა ბავშვობაში. 

დაახლოებით 20 წუთიანი თერაპია გამოვიდა. 
ყველაზე მაგარი მომენტი ის არის, რომ ჩერდებით, ერთმანეთს შეხედავთ და ხელახლა იწყებთ :დდ 

მგონია, რომ ასეთი თერაპია თვეში ერთხელ მაინც არის საჭირო. 
ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მერე პანაშვიდზე მივდიოდით და გზაში ერთმანეთის დაშოშმინება მოგვიხდა. 
სირცხვილი იყო, სხვა თუ არაფერი... 



კიდე მინდა ასეთი მუხლუხო ვიპოვო, რომ მერე ვიცინოთ, ერთმანეთის სიცილის ხმაზეც კი გვეცინებოდეს, იმ დონემდე, რომ სკამზე ვირწეოდეთ და ხელს რამეს ვურტყამდეთ... მერე წამოვხტებოდეთ, ვხტუნაობდეთ და ვერ ვჩერდებოდეთ... ბოლოს მაცივარს ვეხუტებოდეთ ჩაბჟირებისგან... : )))) 
ამ ყველაფრის მერე კი მუცლის პრესის ტკივილს ყურადღება არც უნდა მიაქციო ადამიანმა :)) 

0 comments: