• RSS

Monday, January 14, 2013

გახსენებული ნოსტალგიები


ხანდახან ვგრძნობ, როგორ მაკლია ესპანეთი.
მისი სითბო მაკლია... ფოტოებიდან რომ მასხივებს და რომ ჩავალ, მერე რას იზამს, წარმოდგენა მიჭირს.

რომ გადავხედე ჩემს ბლოგს, აღმოჩნდა, რომ კაი ხანია ტვინი აღარ გამიბურღავს ჩემი ესპანეთით, ჩემი უკიდეგანო სურვილით ვიხეტიალო მის ვიწრო ქუჩებში და ბოშების ფერადი კაბების შრიალს შევყურებდე...


სამი დღით წასვლაც კი მეყოფოდა ამ ეტაპისთვის... რა თქმა უნდა, იმ 72 საათის განმავლობაში დიდი-დიდი მხოლოდ 2 საათი დამეძინა... წავიდოდი, ვივლიდი, ავივსებოდი ენერგიებით, დავბრუნდებოდი უკან ბეეევრი დადებითით და სხვა საქმეებს მოვახმარდი მერე ამ ენერგიებს.

სულის ყიჟინა ირთვება წითლის და ყვითლის დუეტზე, მეტროში დარეკლამებულ ძეხვზე - სახელად "კორიდა", რომლის სიმბოლოც წაწვეტებულრქებიანი ხარის სილუეტია...
ნათელ და ჭრელაივნებიან ფოტოებზე...

Estar conmigo, España, para siempre!





2 comments:

katerina said...

წავიდოდი სიამოვნებით. ეგეც იმათ სიაშია, ვერა და ვერ რომ მოვახერხე მათი ნახვა. გიერთდები ესპანეთის სიყვარულში :)

Salome Kanario said...

gaixare :*