• RSS

Saturday, January 26, 2013

ბოლო დროს ნანახი ფილმები



ჩემი ფილმების კატეგორია კომედია-მელოდრამით შემოიფარგლება ხოლმე... ასეთი ჟანრის ყურებისას, როგორც იტყვიან, თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში და ყველაზე მეტად მსიამოვნებს... შიგადაშიგ დრამა და ფანტასტიკაც გამოერევა ხოლმე... ტრილერი და საშინელებათა თითქმის არასოდეს! 
ამ ბოლო დროს ნანახ ფილმებზე მინდოდა, ჩემი აზრი გამომეთქვა.

1) ერთ-ერთი იყო "საუზმე ტიფანისთან


ოდრიზე ვგიჟდები, ახალი ამბავიო, იფიქრებთ, მაგრამ მართლა გამორჩეულად მიყვარს ქალ მსახიობებში... არადა, რომ დაუკვირდე, ცალ-ცალკე ნაკვთები არ აქვს იდეალური, თუმცა მთლიანობაში ღვთაებაა! 
თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახი მისი მონაწილეობით და შეიძლება, მეორე წრეზე წავიდე მალე... )) 

2) მომდევნო ფილმი, რომელზეც მინდა, პატარა კომენტარი გავაკეთო - "სასტიკი ჯორჯიაა"

არაფერი განსაკუთრებული, დროის გასაყვანად კარგი საშუალებაა. გადავირიე, გავგიჟდი-მეთქი, არა... უბრალოდ ლინდსი ლოჰანის გამო ვუყურე, "მშობლებისთვის დაგებული მახე" ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია <3 



კარგი რამეა, ვერ ვიტყვი, რომ კინო-შედევრია, მაგრამ კარგ ხასიათზე ნამდვილად დაგაყენებს, დიდ ადრენალინსაც იგრძნობ, აზარტი მოგეძალება და შეიძლება პოკერის სათამაშო აპლიკაციაც კი გაგახსნევინოს : )) ჩემგან დადებითი შეფასება მის რეჟისორს და მსახიობებს <3 




მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდი... ცოტა ვნახე, ავდექი, ყავა გავიკეთე. მერე კიდე ცოტა, აბაზანაში შევედი... მერე ცოტა, კიდე რაღაც გავაკეთე და ა.შ. თან, რაც მთავარია, არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია ჩემთვის ასეთ ყურებას :)) შეიძლება, იმიტომ, რომ ფილმში რამდენიმე სიუჟეტი ვითარდება... სახალისო ფილმია, ცოტა გაშარჟებული, მაგრამ რაღაცის მომცემი ნამდვილად არის.



არ მომინდებოდა ამ ფილმის ყურება, რომ არა რობერტო ბენინი!!! არ მესმის, რატომ არ უყვარს საზოგადოების ნაწილს ეს მსახიობი... ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა მას შემდეგ, რაც "ცხოვრება მშვენიერიას" ვუყურე... უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა და დღესაც, სწორედ იმ ემოციამ გადმომაწერინა ეს კინო... 
მე და ნანაკო ვუყურებდით, როგორც ყოველთვის... ჯერ არ დაგვიმთავრებია... დარწმუნებული ვარ, არანაკლებ კარგი იქნება, როგორც "ცხოვრება მშვენიერია" იყო... : )) ბენინი არის ადამიანი, ვინც იტალიურ ფილმებს დამაახლოვა... წესით, ჩელენტანო უნდა იყოს ის ადამიანი, მაგრამ ჩემთვის ბენინია! 
და საერთოდაც, მე ვგიჟდები ამ წყვილზე!!! 



P.S. ჩემ მიერ დასახელებულ ყველა ფილმს ახლავს ლინკი, ქართული პროფესიონალური გახმოვანებით.

0 comments: