• RSS

Monday, January 28, 2013

მემუარული ჟანრის წერილი - ძვირფას პოლკოვნიკს!


წინა პოსტში ნათქვამი სიახლეებისთვის მზადება დაწყებულია... 
კითხვარი დაწერილი და გაგზავნილია, 
როგორც კი შევსებული დამიბრუნდება უკან,
 მეც შევუდგები თქვენთვის ყველაფრის მოყოლას...


დღევანდელ პოსტში კი რაც მაწუხებს, ის უნდა ამოვანთხიო!


მე, დიდი გენერალი კანარიო, რას არ ვაკეთებდი, რომ ჩემ გარშემო მუდმივად ყოფილიყვნენ პროფესიონალები.
მე, გენერალი კანარიო, ვეძებდი ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩემს "ჯარისკაცებს" ჩავაბარებდი და მუდმივი იმედი მექნებოდა იმისა, რომ ისინი კარგ ხელში იქნებოდნენ ... ისწავლიდნენ ლიტერატურის სიყვარულსა და კარგად გამოიყენებდნენ კალამს იარაღად!
მე, გენერალმა კანარიომ, რომელმაც უღრანი და უსიერი ბლოგოსფერო გადავატრიალე იმ ერთის ძებნაში, ვძლიე ბევრ სპამერ, არ შევუშინდი "ტროლფეისებს" და ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, მივაგენი!!!

ჯერ მისი ბლოგი დავზვერე.
მერე ცოტა დავუახლოვდი და მასში ნამდვილად აღმოჩნდა ის პოტენციალი, რომელიც შორიდანვე ასე შეინიშნებოდა!
გადავწყვიტე, ახლოს მყოლოდა მუდამ და ლეიტენანტის წოდება მივანიჭე...
ალბათ, იკითხავთ, ვისზეა საუბარი...
კლოუნზე, დიახ, კლოუნზე.
პროფესიონალ კომიკოს მსახიობზე, რომელიც არცერთ ეკლესიას არ უხდის ხარკს... არის უკვე 19-ს და ერთ-ერთ მის ნომერს "ლიმონი და ცხელი ჩაი" ეწოდება <3

კარგად მახსოვს მისი პირველი შეხება ჩემს ჯარისკაც-პოსტებთან...
მოვიდა და სიტყვითაც გამოვიდა, მახსოვს...
კარგი ურთიერთთანამშრომლობა გვქონდა... რაც ამ პოსტითაც მშვენივრად ჩანს.
მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, რომელიც მუდამ ჩემ გვერდით იქნებოდა ლიტერატურულ საქმიანობებში და მას პოლკოვნიკის წოდება მივანიჭე... კარგად მახსოვს ეს საღამოც, მარტყოფში ვიმყოფებოდი, როცა ეს იდეა დამებადა მომენტალურად.

... და მოაღწია ავბედითმა წელმა, 2011-მა.
ჩემი დიადი პოლკოვნიკი ეროვნულ გამოცდებთან საბრძოლველად ემზადებოდა...
წელიწადით ადრე მასთან ვაფრინე ის საჭირო "იარაღები", რომლებიც მას ბრძოლის ველზე უნდა გამოეყენებინა...

ერთ მშვიდ და თითქოს უსაფრთხო საღამოს ჩამოჰკრა განგების ზარმა!
ოდეს მე და ჩემი საყვარელი პოლკოვნიკი ვსაუბრობდით მისთვის იმ საბედისწერო ბრძოლაზე, მან ასეთი რამ გამანდო: ღენერალო, ვაპირებ, ქიმიას მივყო ხელი.
თავზარი დამეცა, წუთით გავირინდე...
ეს იგივე იყო, რაც მტრის ბანაკში გადაბარგება... იმედით ვცოცხლობდი, რომ ჩემი ძვირფასი პოლკოვნიკი ერთ დღესაც ჩემს პოსტს დაიკავებდა და საიმედო გენერალი იქნებოდა ლიტერატურისათვის!
მაგრამ ვაი, რომ ეს ასე არ მოხდა.

გავიდა თვენი და მარიამობისთვის 25-ს გვეუწყა ცნობა, რომ ჩემი დიადი პოლკოვნიკი მართლა კოლბებში დაიწყებდა ფათურს ხელისას...

სექტემბერში ჰქონდა მცდელობა, ხელთ აღეპყრა კალამი და ნაწილობრივ მაინც დაბრუნებულიყო თავის მშობლიურ ბანაკში, მაგრამ ვაი, რომ მისმა ტირანმა ხელმძღვანელებმა საბოლოოდ წამართვეს ჩემი ერთგული კლოუნი!

მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ! ! !

მე, დიდი გენერალი კანარიო, სამართალს აღვადგენ, ავიყვან ჩემს ასეულს, შტურმით ავიღებ მაღლივისა და განივის ტერიტორიას ლაკრიმოსას მელოდიების ფონზე და გამოვიხსნი ჩემს ძვირფას პოკლოვნიკს იმ კოლბიანი ქაჯებისაგან!


2 comments:

Clown said...

მოკლედ და კონკრეტულად - <3

ჰოდა, ამ გადაგვარებულ კოლბიან კლოუნს უყვარხარ თავის მჟავებით, ოქსიდებით, მარილებითა და ფუძეებით <3

ველოდები განივის ტერიტორიაზე შენს ასეულს, დიდო ღენეალო <3

Unknown said...

მენატრები, ადამიანო, გაიგე, რომ
მე ნატ რე ბი!!!