• RSS

Monday, February 18, 2013

პირველი სამუშაო დღე



ადრე ვწერდი, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა დავიწყო მუშაობა სტაჟიორად-მეთქი.
ყველაფერი გაირკვა და ეს დღეც დადგა.

ცენტრში კარგი სამუშაო გარემო და თანამშრომლები არიან, ღიმილიანები, მაგრამ თბილები არა (შეიძლება, ჯერ, თავიდან...),
არადა, არ მიყვარს ხალხი, რომლისგანაც სითბოს რაღაც დოზას ვერ ვიღებ, დისკომფორტულია ეს ჩემთვის.

არქივთმცოდნეობის დეპარტამენტში ამჟამად ვახტანგ ჯობაძის არქივის დალაგება მიმდინარეობს და შესაბამისად, მეც ამ საქმეში უნდა ჩავება აქტიურად.
ძირითადად კომპიუტერთან მუშაობა მომიწევს საწყისი ეტაპისთვის.

მევალება ჯობაძისადმი და მის მიერ დაწერილი წერილების ელექტრონული ვერსიების შექმნა და დახარისხება.

საკმაოდ საინტერესოა.
მითუმეტეს მაშინ, როცა ასე გიჟდები სხვის ნივთებში ქექვაზე და ახლა ვალდებულიც კი ხარ, ეს ჩაიდინო... :))) წაიკითხო სხვების მიმოწერები, ვის რა აწუხებდა იმ პერიოდში, გაიცნო მისი ოჯახის წევრები, თან ისინი რომ ვერ წარმოიდგენდნენ ვერასდროს ამას, ისე...

მინდა, რომ ინტენსიური იყოს ამ კვირაში მუშაობა ჩემი მხრიდან, მალე სწავლა დაიწყება და მერე აღარ მექნება ამდენი თავისუფალი დრო...

0 comments: