• RSS

Thursday, February 28, 2013

წეწვა-გლეჯა საგნებზე თსუ-ში



წუხელ, როგორც იქნა, მოიფიქრეს, რომ ცხრილების ელექტრონული ვერსიები დაედოთ საიტზე ჰუმანიტარებისთვისაც.

მე+შოკომ+გზირომ და კიდევ რამდენიმემ, რომლებიც დროებს გვითანხმებდნენ, სკაიპით დავალაგეთ თითქმის ყველაფერი, რა საგნები გვინდოდა, დრო როგორ უფრო გვაწყობდა, მაგრამ მთავარი ბრძოლა დილით გაიმართა...მაშინ, როცა ბაზების კარიბჭე გააღეს და ათასობით "დამშეული" და სწავლას მოწყურებული სტუდენტი ვეცით

ყველაზე კოშმარული მომენტია, როცა ჯერ ბაზაში შესვლა გიჭირს, მერე საიტი გიჭედავს, გადატვირთვის ღილაკს აწვები და საერთოდ გეთიშება. მიაღწევ საგნების ჩამონათვალამდე... დააჭერ, ის-ის არის, უნდა აირჩიო და თავზარდამცემი ფრაზა: "ადგილები შევსებულია".

კიდევ კარგად მიძლებს ჩემი ლეპტოპი! 

... მაგრამ ჩვენ ეს ბრძოლაც მოვიგეთ... მოვიგეთ უკვე მეოთხედ.

0 comments: