• RSS

Saturday, November 2, 2013

ჩემი თათიას ნოემბერი და ჩემი ნოემბრის თათია!


ჩემი თათია სიცოცხლეს მირჩევნია!
ჩემი თათია უკაშკაშესი მანათობელია გულ-სულში! 
მე და თათიას გვიყვარს წიგნები...
გვიყვარს კითხვა...
და მერე წაკითხულზე ლაქლაქი... ალაგ-ალაგ... თუმცა
ჩვენ გვაგვსებს <3

მე და თათია, უმეტესად, ჩაის
ვანიჭებთ ხოლმე უპირატესობას...
მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვიდგას,
ყავა უფრო „გვჭირდება“.

ჩემი თათია ნოემბრის გოგოა.
ოქროსფერფოთლებიანი სული აქვს
და
ამ სულში ხშირად მახეტიალებს ხოლმე <3

ჩემს თათიას დიიიდი ბოტები უყვარს...
ქოლგას არასდროს იკავებს... თითქმის არასდროს,
ჩემსავით.

თბილი, ფერადი სვიტრებით კარგი განწყობა
შეიძლება შეიქნმას შემოდგომის, კერძოდ კი, ჩემმა ნოემბრის
გოგომ!

მე და თათიას გემრიელობები გვიყვარს!
ბევრი და ნოყიერი გემრიელობები! 


მე მიყვარს ჩემი თათია... ნოემბერიც!

0 comments: