• RSS

Thursday, June 4, 2009

1


 ადამიანებს უნდა ჰქონდეთ პატარა სკივრები, რომლებშიც ფურცლებზე დაწერილ ოცნებებს ჩაყრიან. სიბერეში რომ გადახედავენ ამ ნატვრებს, იფიქრებენ, ასეთი რაღაც რამ მანატრა, ამას ხომ სულ ადვილად გავაკეთებდიო?! ბევრზე გაეცინებათ კიდეც...

  ალბათ, სწორედ ეს გვიფერადებს ცხოვრებას, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევთ... არადა, სულ ადვილად შეიძლება დავუძახოთ სკივრი... სკივრი კი სკივრის ომონიმი იქნება. :)

  ამ ბლოგს რომ გადავხედავ მომავალში (თუ კიდევ იარსება, ან ამ საიტის ადმინისტრატორს არ გადაუტრიალდება რამე თავში, ან მე და არ წავშალე), ალბათ, მეც გამეცინება საკუთარ თავზე.

  ახლა ვფიქრობ, შეიძლება, ისიც ფიქრობს, ან შეიძლება სხვა რამეს აკეთებს და ვერ ფიქრობს, მაგრამ უნდა ფიქრი, ეს ზუსტად ვიცი.

  ცოტა ხანიც და სკოლას დავამთავრებ, მერე უნივერსიტეტში ჩავაბარებ და ისევ ვისწავლი... ვისწავლი... ვისწავლი... ამ ბოლო დროს სწავლა შემიყვარდა, იცით? მეც მიკვირს, მაგრამ შემიყვარდა... ადრე მარტო მოვალეობისთვის ვსწავლობდი, ახლა კი...

  წერა ყოველთვის მსიამოვნებდა, განსაკუთრებით "მუღამში" რომ შევალ, მერე ვეღარ ვჩერდები... შემიძია, ვწერო, რა სისულელეც არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც... მშველის, ძალიან მშველის...

  ვერ ვიტან ჩემხელა გოგოები რომ წერენ უგემოვნოდ სიყვარულზე, მაგას ჯობია, სისულელე წერო და ხელი გაიწაფო, ვიდრე უაზრო იცრემლო, დაალპო შენივე დაწერილი მოთხრობის ფურცლები და დეპრესია გამოაცხადო...

  სასაცილოა უბრალოდ... ტკბილ-ტკბილ "მოთხრობებს" ერთი სიტყვით, მშრალად გამოხატული გრძნობა ჯობია!

  მაგალითად, ასე: მიყვარხარ! 

0 comments: