• RSS

Thursday, June 4, 2009

...


ახლა უნდა გაგეცნოთ, არა? რთულია! საერთოდ პირველი ყველაფერი რთულია, თან მნიშვნელოვანი! მომდევნო პოსტები ამ პირველზეა დამოკიდებული, ხო? კაი!

  არ დავიწყებ გაპრანჭვას და მორცხვობას, რომ არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, არაფერს ვიტყვი, დაე, თქვენით გამიცანით და ა.შ.

  მოკლედ და კონკრეტულად! :

  მე ვარ კანარიო, ერთი გოგონა, რომელსაც უამრავი ოცნება აქვს და ისწრაფვის მათ ასახდენად. არც დიდი ვარ და არც პატარა, არც მაღალი და არც დაბალი, არც მსუქანი და არც გამხდარი... მოკლედ, ჩვეულებრივი.

  მიყვარს ყავისფერი.

  წიგნი: ყველა გამორჩეულად მიყვარს, რაც წამიკითხავს, ყველამ რაღაც მასწავლა.

  ფილმი: ბინდი.

  გადაცემა: "შუა ქალაქში"

  მისაბაძი ადამიანი : არავის ვბაძავ, ვქმნი ჩემეულს.

  მიყვარს წერა და კითხვა, ოღონდ ლიტერატურის... მიყვარს შოკოლადი და ნაყინი, ან შოკოლადიანი ნაყინი... მიყვარს გიტარა, მიყვარს სიმღერა, მიყვარს ცეკვა, მიყვარს ცხენები, მიყვარს "ის"(მასაც), მიყვარს... მიყვარს... მიყვარს... ბევრი რამ მიყვარს, მოკლედ!

  რაც არ მიყვარს, იმაზე ლაპარაკი არ მიყვარს... ამიტომ აღარ გავაგრძელებ!

0 comments: