Wednesday, June 17, 2009
არაბულები
უნდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა ორ ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანზე! გთხოვთ, იცნობდეთ გიორგი და ბერდია არაბულებს! :)
გიორგის სახით შესანიშნავი პოეტი ეზრდება საქართველოს, საოცრად ღრმა და ამაღლებული სულის ადამიანია, ეს მის ლექსებშიაც კარგად ჩანს!
http://lib.ge/each_author.php?1013
ბერდია მხატვარია, განსაკუთრებული და უცხო ხედვა აქვს. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისმა ნახატებმა!
http://berdia-art.blogspot.com/
გიო ახალგაზრდა ხელოვანთა შეკრებაზე გავიცანი... ძალიან თბილი საღამოები გამოგვივიდა, ენერგიას რომ შეგმატებს... წარმოიდგინეთ მელოდია, რომელიც ყვავილის გაშლას ახლავს თან :), დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო! იმედია, სამომავლოდაც გვექნება მსგავსი!
ეს კი გიოს ლექსია - ხევსურული.
0 comments:
Post a Comment