• RSS

Friday, June 19, 2009

:@



  მთელი დღე ინგლისურს ვსწავლობდი გუშინ! :@ ინგლისური ასოების დანახვაზეც გული მერევა უკვე! როგორ მყვარებია ქართული?! 
  დღეს 1 ზე მაქვს გამოცდა, თუ უცებ დამავიწყდა ყველაფერი, მერე უყურონ ჩემს ისტერიკას! 
  პირველი არ გავალ, შანსი არაა, თანაც მე-18 ვარ სიაში და მითუმეტეს, მაქვს თავის გასამართლებელი საბაბი. ისე, რაღაც მუღამი კი აქვს პირველად გასვლას, მოიშორებ მაინც, მაგრამ არ მიღირს ნერვიულობად! თან, გაუწურია პირველები ვინც იყვნენ გუშინ! 
  მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ რუსულში არ გვაქვს გამოცდა, იქ საერთოდ არ გავიდოდი პროტესტის ნიშნად! რუსულთან შედარებით ინგლისურს ნამდვილად "ვფქვავ"! 
  ხვალ ღამით მამა ჩამოდის, ჭკუაზე არ ვარ, ან როგორ გავძელი აქამდე, მიკვირს! 
  ახლა Home reading-ის ასპექტის ტექსტები მიწყვია წინ და ვარჩევ, Translate.ge მაგინებს უკვე! 

0 comments: