• RSS

Monday, July 20, 2009

ზღვის შთაბეჭდილებები...


   საშინლად არ მინდოდა ზღვაზე წასვლა, მაგრამ ვერც ვერაფერი ვერ ვქენი და მაინც წამიყვანეს... ჯერ გზამ ხო დამქანცა, გამანადგურა, მერე იქ რომ ჩავედით. პატარა ოთახები იყო და ნერვები მომეშალა, მაგრამ მე ხმა არ ამომეღება, სხვებს ჩემზე პატარა ოთახები ჰქონდათ... პირველივე დღესვე გავედით პლაჟზე... ერთადერთი გული იმაზე დამწყდა, რომ ცურვა არ ვიცი.
   ნუ მერე იყო დამწვრობები და მთელი ამბები, ვერ მიშველა დამცავებმა და მაწონწასმული დავდიოდი აქეთ-იქით... გავგიჟდი კინაღამ, ბალიშზე ვერ ვწვებოდი ნორმალურად. საბედნიეროდ, ოდნავ ფერი მიეცა ახლა...
   "ციცინათელაში" ვიყავით მერე, დედაჩემს ისტერიკები დაემართა საშიშზე არაფერზე დაჯდეო... :S თავისუფალ ვარდნაზე მინდოდა დაჯდომა... მერე ერთ ოცდაათმეტრიან სასრიალოზე დავჯექი და დარეტიანებული ჩამოვედი იქიდან... მაგარი იყო ძაან! :) 
   ჯოკერი შემზიზღდა, დღეში 5 ჯერ მეტისმეტია, მართლა! 
   მერე რაღაც გასართობი მოვნახე და მარცხენა ხელით წერილებს ვწერდი (კალიგრაფია რომ არ ეცნო) ერთ პატარა გოგოს ბიჭის სახელით და იმასაც სჯეროდა... ბევრი ვიცინე და ვიხალისე... 
   მაჭანკლობა დამაწყებინეს, საქმეებს ვაჩალიჩებდი, ერთი გამომივიდა, ერთი ვერა, მერე დავამშვიდე - შენ არ შეგეფერებოდა მეთქი! :D  
   წუხელ ჩამოვედი.
   დროს ტარების მხრივ კაი იყო, მაგრამ ისეთი ამბები გავიგე იქ როოო... ;( მამა-შვილმა ბავშვი რომ მოკლა, ჩემი სკოლელი იყო ის შვილი, ისე შემეცოდა... მამამისის ბრალი იყო ყველაფერი და ახლა მთელი ოჯახი უნდა ჩასვან, მგონი ;(  ეგეთ ნაბიჭვარ მამას ჯობია სულ არ გყავდეს! 
   (ეს ჩემი ფოტოა, ჩემი დის ხელმძღვანელთან ერთად, მაგარი კაცია, ძალიან მიყვარს!!!) 
   

3 comments:

თათია said...

saaalooo es magari suratia dzzz :D dzaan magariaaa, magraaam jokerze ra mogaxsenoo :D miyvarxaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaar!!!

Toma said...

წასვლა რატომ არ გინდოდა?

მარი ახსიაშვილი said...

ჯოკერი დღეში ხუთჯერ:))
ასე ხდება ხოლმე, როცა სოფელში ვარ, მთელი წლის არნათამაშევს იქ ვთამაშობ.. ჯერ პარტია არ დაგვიმთავრებია, რომ ახალს ვიწყებთ:)
რას იზამ:)