• RSS

Wednesday, September 2, 2009

ჩემი ნაწერებოდან... "თეთრი დემონი"

   ამას წინათ, სურვილი გამიჩნდა, რამე დამეწერა, დავჯექი და დავიწყე... კაი ხანი ვწერდი, უცებ წერტილი დავსვი და მივხვდი, რომ მეტი აღარაფერი უნდოდა და უკვე დასრულებულიც იყო. შემიფასეთ.





                                        თეთრი დემონი


                 * * *
-    იმ თეთრპალტოიანმა კაცმა მოკლა?
-    ხო, ალბათ, იმან...
-    პოლიციას არ გამოვუძახოთ?
-    მოიცა, ჯერ დავათვალიეროთ, არ გაინტერესებს?
-    არა, გამოდი, არ მიეკარო! მამაჩემისგან გამიგია, რომ სადაც მკვდარია, იმ ადგილს ახლოს არ უნდა მიეკარო, მითუმეტეს, თუ ახალი მკვდარია.
-    რატომ ვითომ?
-    ბიჭო, ფილმებს მაინც არ უყურებ? ანაბეჭდები არ დავტოვოთ!
-    ისე, ხო, მართალი ხარ... მაშინ პოლიციას გამოვუძახოთ!

წვიმას აპირებდა. ორი პატარა ბიჭი სატელეფონო ჯიხურთან გაიქცა.


                 * * *
-    ჯერ ისევ თბილია, ბაზას შეატყობინე და სასწრაფო გამოიძახე, იქნებ გადარჩეს კიდეც.
-    მდივანმა თქვა, ბავშვმა დარეკაო, ძალიან მეეჭვება ბავშვი იყოს ამ ამბავში გარეული.
-    სისხლის კვალი არსად ჩანს, მაგრამ დანაშაულის ადგილას სისხლიანი დანაა ნაპოვნი. ეს რას უნდა ნიშნავდეს?
-    აშკარად პროფესიონალის ნამოქმედარია.

      სასწრაფომ გასინჯა დახეულჯინსებიანი კაცი, მაგრამ სიცოცხლის კვალი აღარ ეტყობოდა.
    სამმა პოლიციელმა გვამი საგულდაგულოდ დაათვალიერა, კაცს შარვლის უკანა ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე მიწერილი სამი სიტყვა უპოვეს: „სახლში არ ვიქნები“.
    ქალაქის გამომძიებელს დაუკავშირდნენ, ღამის სამი საათი ხდებოდა.

    მივარდნილ უბანში ვიღაცის კისკისი ისმოდა, ქუჩის კუთხიდან მსუქანი კაცი გამოვიდა ქალთან ერთად, ხელკავი გაეყარა და ისე ჩამობღაუჭებოდა, ადვილად მიხვდებოდით, რომ მთვრალი იყო. ისედაც მოკლე კაბა უფრო მაღლა ასწეოდა და ქუსლებზე შემდგარი ძლივს მიიგრიხებოდა. კაცი პოლიციის დანახვაზე შეცბა და თავის კახპასთან ერთად უახლოეს სადარბაზოს მიაშურა.


  * * *
    ეს ამბავი ქუჩაში არავის გაუგია, არც იქ მცხოვრებთ. თითქოს, ყველანი აბარგულან და გადაბარგებულანო. - ასეთი უბანი ჰქონდათ, მიყრუებული, მივარდნილი. მეზობლობაც კი არ იცოდნენ. 
     
    გამოძიება ნელ-ნელა წინ მიიწევდა. დანაზე დარჩენილი თითის ანაბეჭდები მოკლულისას არ ემთხვეოდა, მაგრამ არც სისხლის კვალი უნახავთ სადმე. ეს მეტად უცნაური იყო.
     ანაბეჭდებით, კომპიუტერული ძიების შედეგად, ერთი ქალი იპოვეს, ვინმე ლელა ტუღუში.


  * * * 
-    უკაცრავად, აქ ცხოვრობს ქალბატონი ლელა ტუღუში?
-    არა.
-    არც უცხოვრია?
-    არ ვიცი, ერთი კვირაა რაც მე აქ გადმოვედი. - უთხრა პოლიციელს გამხდარმა კაცმა, რომელსაც შავი ულვაშები ჰქონდა და საეჭვოდ გრძელი მოწაბლისფრო თმა.
-    შეიძლება შემოვიდე და სახლი დავათვალიერო?
გამხდარი კაცი ცოტა დაიბნა.
-    ისა... კი... ბატონო... ისა, მე მხატვარი ვარ და ცოტა არეულობაა ჩემთან, თან ერთი კვირის გადმოსული ვარ და...
-    არაუშავს, თუ შეიძლება... - პოლიციელმა გამხდარი კაცი ხელით გასწია.
-    თქვენი სახელი და გვარი, უკაცრავად?
-    ისა... გოგი... გოგი...
-    გვარი?
-    მაისურაძე.
-    ეს ქალის საცვალია, ხომ მართალი ვარ? - დივნის ქვეშიდან ქალის წითელი ქვედა საცვალი გამოაძვრინა პოლიციელმა და ეჭვით შეათვალიერა.
-    უი, დიდ ბოდიშს გიხდით. - ხელიდან გამოსტაცა გამხდარმა. - ეს ჩემი ცოლისაა, უფრო სწორად, მომავალი ცოლის, ერთი თვეა ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და...
-    და ახლა სად არის თქვენი მეუღლე, უფრო სწორად, საცოლე?
-    დიახ, საცოლე. - უხერხულად გაიღიმა გოგიმ. - ახლა მივლინებაშია.
-    ახ, მივლინებაში? ... და სად მუშაობს, თუ საიდუმლო არაა?
-    თარჯიმანია.
-    გასაგებია. - ეჭვით აათვალიერ-ჩაათვალიერა პოლიციელმა. - უკაცრავად, რომ შეგაწუხეთ. კარისკენ წავიდნენ.
-    მეზობლები ხომ გყავთ? - იკითხა პოლიციელმა, როცა კარები უნდა მიეხურა გამხდარს,.
ოფლმა დაასხა, ენა ვეღარ დაიმორჩილა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა.
-    იცით, ჯერ კარგად არ ვიცი, მე ხომ ახლახან გადმოვედი...
-    თქვენ? თქვენ ხომ თქვით, საცო....
-    დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, ჩემი საცოლეც!
-    მისი სახელი და გვარი მითხარით.
-    ნინო, ნინო, დიახ, მაისურაძე გახდება მალე.
-    და თავისი გვარი?
-    ისა, თავისი... ჯაყელი!
-    აჰა, ნინო ჯაყელი. - ისევ რაღაც ჩაინიშნა ბლოკნოტში პოლიციელმა.

გამხდარმა კარი მიხურა და ამოისუნთქა.

 
  * * * 
     გამოძიება ჯერ არ იყო დასრულებული, პოლიციაში ზარი შევიდა - მკვლელობააო.
    ისევ იმ ადგილას, დიდ სანაგვე ურნაში ნახევრად გახრწნილი გვამი ეგდო, სისხლისგან შიგვე დაცლილიყო.
    ბოლოს აღმოჩნდა, რომ მაშინ ნაპოვნ დანაზე ნანახი და ახლა აღმოჩენილი ქალის სისხლი ემთხვეოდა...
    ორივე ერთი მკვლელის მსხვერპლნი იყვნენ.


  * * * 
-    საინტერესოა, იცნობდნენ თუ არა ის ქალი და ის მამაკაცი ერთმანეთს და რა ურთიერთობა ჰქონდათ... - ხმამაღლა ფიქრობდა გაბრიჭიძე.
-    ბატონო პოლკოვნიკო, ეს-ესაა ის ბავშვი იპოვეს, პირველი ინციდენტის დროს რომ დაგვირეკა.
-    შემოიყვანეთ. ჩემი თანდასწრებით დაკითხოს გამომძიებელმა. - ბრძანება გასცა პოლკოვნიკმა.

ოთახში ბავშვი და პედაგოგი შემოიყვანეს, დედამისიც გიჟივით შემოჰყვა.

-    რა გინდათ ჩემი ბავშვისგან? რა გინდათ ჩემი ბიჭისგან? ამას არაფერი დაუშავებია! რატომ უნდა დაკითხოთ? მას ხომ არავინ მოუკლავს? - ისტერიულად ყვიროდა ქალი.
-    თუ შეიძლება, დაწყნარდით, ქალბატონო, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია, თქვენს შვილს რამდენიმე კითხვა უნდა დავუსვათ.
-    რა არის ნათელი? რა არის ნათელი? ჩემი ბიჭი არაფერ შუაშია! მე თქვენ არ გაპატიებთ, ამას რომ... ამას რომ... - ქალი ჩაიკეცა და აქვითინდა.
-    დაწყნარდით, ქალბატონო, თქვენს შვილს არაფერი ემუქრება, ორიოდე შეკითხვას დავუსვამთ და ამით დამთავრდება.

ქალი იქვე, კუთხეში, სკამზე ჩამოსვეს.



  * * * 
-    სახელი და გვარი.
-    ჩემი? - იკითხა დაბნეულმა ბავშვმა.
გამომძიებელს ჩაეღიმა:
-    ხო, შენი.
-    თორნიკე გოგუა.
-    რამდენი წლის ხარ, თორნიკე?
-    ათის.
-    იმ ღამეს იქ იყავი, არა, სადაც მკვლელობა მოხდა?
-    დიახ, იქ ვიყავით მე და ჩემი მეგობარი.
-    აბა, მომიყევი, რა მოხდა იქ!
-    ერთად ვთამაშობდით მე და ჩემი მეგობარი, მერე ვიღაცის კივილი იყო, ოღონდ ხმამაღალი არა, არც ისე ხმამაღალი. ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ, მერე დიდი კაცის ყვირილის ხმაც იყო... ცოტა ხანში რომ გავიხედეთ, ვიღაც გარბოდა, თეთრი, გრძელი პალტო ეცვა...
-    თეთრი გრძელი პალტო? - შეაწყვეტინა ერთ-ერთმა პოლიციელმა. - სულ თეთრი იყო? ხომ არ გახსოვს? თუ ცოტა მონაცრისფრო?
-    ეგ ზუსტად არ მახსოვს, სულ ღია იყო, მოთეთრო, ეგ მახსოვს, ღამე იყო და კარგად ვერ დავაკვირდი.
-    რამე სპეციფიკური ხომ არ ჰქონდა?
-    ვის? იმ კაცს?
-    არა, პალტოს...
-    რა ვიცი, აბა? დაბლა განიერი იყო, ცოტა შეჭრილივითაც ჰქონდა, აი, ასე... - ბავშვმა ხელით აჩვენა.
-    ის უნდა იყოს! - წამოდგა პოლიციელი. 
-    ვინ ის? რა ის, თემურ?
-    ლელა ტუღუშის სახლი რომ გვეგონა, მე რომ წავედი და გოგი მაისურაძე რომ დამხვდა იქ...
-    მერე?
-    მის სახლში ვნახე მსგავსი პალტო...
-    რა უცნაური ამბავია... - ჩაფიქრდა პოლკოვნიკი.
-    მერე, თორნიკე, განაგრძე.
-    მერე იქით წავედით და კუთხეში დაგდებული კაცი დავინახეთ... ჩემი მეგობარი უნდა მისულიყო და მე ვუთხარი, ხელი არ ახლო, პოლიციას გამოვუძახოთ - მეთქი.
-    კარგად მოქცეულხარ... და ქალი ხომ არ გინახავს იქვე სადმე?
-    არა, ქალი არავინ იყო... მე არ მახსოვს.
-    კარგი, გავუშვათ ეს ბავშვი. - უთხრა პოლკოვნიკმა გამომძიებელს.

სამნი ოთახიდან გავიდნენ.



                   * * * 
-    რა დებილი იყო, ღმერთო ჩემო! ჰაჰაჰააჰააა! ვერაფერი შეამჩნია! ხახახა! სულ ეგეთები მუშაობდნენ პოლიციაში! - წამოდგა და მაცივრისკენ წავიდა. - ჩემი შინ არ ყოფნით ისარგებლე, არა? ახლა დაიწვით ჯოჯოხეთში შენც და შენი კახპაც... იქ ეფერეთ ერთმანეთს! ხახახა! დასანანია, ინფაქტმა დამასწრო, თორე შენი მოკვლის სიამოვნებას ვის დავუთმობდი?! ფუ შენი! ლუდი აღარ ყოფილა! ჩემი ნაბიჭვარი ქმარი რომ ეგდოს აქ, ხომ ამოვატანინებდი?! ბინძური ღორი! ეფერე ახლაც! ხახახა! 

მწვანენასკებიან ფეხებზე ჩუსტები ამოიცვა, ხალათი გაისწორა და 
  გავიდა, კარი არც კი მიუხურავს.


  * * * 
-    სასწრაფოდ! დაუყოვნებლივ! არც ერთი წუთის დაგვიანებით! - ყვიროდა დერეფნებში პოლკოვნიკი. - თემურ, შენ ხომ იყავი იმ სახლში? ხოდა შენ წამოხვა, გამომძიებელი და კიდე ორი პოლიციელი, მეტი არ არის საჭირო....
პოლკოვნიკი გაბრიჭიძე მაგიდას დაეყრდნო და წამით ჩაფიქრდა, უფრო სწორად, თვალი გაუშტერდა.
-    ბატონო პოლკოვნიკო, მზად ვართ. - შეატყობინა თემურმა.


  * * * 
-    აი, ეს არის...
-    კარი ღიაა, შევიდეთ!
-    ჩხრეკის ორდერი ხომ არ დაგრჩათ? - ხუმრობით იკითხა პოლკოვნიკმა.

-    ესეც ლუდიი! ხახახა! ჩავაცივოთ და მოვულხინოთ! მეც ავყრი კაცებს! ჩემზე მაგარი გეგონა თავიი? ნაბიჭვარო! გაერთე ჯოჯოხეთის წითელ დემონებთან!

-    დაიმალეთ! - თქვა პოლკოვნიკმა.

ხუთივე აივანზე გავიდა და ჩაიცუცქა.
-    იარაღი მოამზადეთ.

-    ხოდა ასეე! გეგონა ღალატი შეგრჩებოდა? 

-    არ გაინძრეთ! 
ქალი შეცბა და ტელევიზორის ჩასართავად პულტმომარჯვებული უკან მობრუნდა.
-    თქვეენ? - შეჰკივლა უცებ, დაიბნა... - ისა, თქვენ ვინ ხართ? 
-    ვერ მიცანით? - ეჭვით შეათვალიერა თემურმა და გაიღიმა.
ქალმაც სიმწრისგან ჩაიცინა: - აქ რას აკეთებთ, ვინ ხართ?
    თემურმა ღიმილზე იცნო : - თავს ნუ იკატუნებთ, გოგი მაისურაძე! - ისევ ირონიულად გაიღიმა.
ქალს ენა დაება: - მე... მე...
-    დიახ, თქვენ, ქალბატონო ლელა, დაპატიმრებული ხართ!
-    თქვენ, თქვენ არ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, მე რომ დამნაშავე ვარ. - გადაიკისკისა თავდაჯერებულად.
-    დანაშაულის ადგილას ნაპოვნ დანაზე თქვენი თითის ანაბეჭდებია!
-    რაა? რომელი თითის ანაბეჭდები? თავი დამანებეთ! რომელი თითის ანაბეჭდები? 
-    რომელი და მკლავზე რომ გაბიათ ისინი! - ისევ იხუმრა პოლკოვნიკმა.
-    თქვენ ვიღა ჩემი ფეხები ხართ? ვინ არიან ეს კაცები? არ მომეკაროთ!
-    თქვენ გაქვთ დუმილის უფლება! ყოველი ნათქვამი სიტყვა შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. - წარმოთქვა გაზეპირებული სიტყვები პოლკოვნიკმა და ხელები მოიფშვნიტა.

2 comments:

Anonymous said...

ძალიან მაგარია

ნაკო

A n I k a ... said...

kargia =))