• RSS

Saturday, September 19, 2009

გასული ერთი კვირა

   ეს ერთი კვირაა საკუთარი ბლოგისთვის არ მიმიხედავს, სხვებს კი გაიხარე, ყოველდღე ვკითხულობ. მთლიანად კითხვის რეჟიმში ვარ გადართული. 


   სკოლას ადვილად შევეჩვიე, აჟიტირებული არ მოვდივარ ხოლმე სახლში, რაც იმის ნიშანია, რომ კარგად დამისვენია.


   უამრავი სახელმძღვანელო გვაქვს საშოვნ-საყიდი... ჯერ მარტო ინგლისურში -  ტონა... ნეტა ამდენი წიგნი როგორ უნდა ვისწავლო? :O 


   დღეს მშობელთა კრებები იყო მთელ სკოლაში, ერთადერთი მშობელთა კრება, რომელიც ბავშვებს უხარიათ ხოლმე, მათ ყოფაქცევაზე არაფერს ამბობენ მასწები და მხოლოდ სწავლის კურსის გაანალიზებაზე არიან გადართულები :ლოლ:.  ხო, დედაჩემი მაინც ვერ შემოვიდა კრებაზე, დამცინოდნენ, შენ ხო უპატრონო ხარ, დედაშენი კრებაზე არ უნდა მოსულიყოო?! (ვინც ვერ მიხვდა, ავუხსნი, რომ დედაჩემი სასწავლო ნაწილია და სულ სკოლაშია) ნუ ეს ცოტა გავიმარიაჟე :დ  


   მომავალი კვირიდან თავის მოკვლა მომიწევს... 


   წინა წლის მე-11 კლასში არჩევითი იყო საგნები, წელს ჩვენ ეგრევე ჩაგვიჯდა. ნეტა რა ჯანდაბად მინდა ფიზიკა და ქიმია, როცა მთელი ცხოვრების დარჩენილი წლები ახლოსაც არ ჩავუვლი მაგ საგნებს...  
   აი, მათემატიკაზე კი გავიძახი არ მჭირდება, არ მჭირდება-მეთქი, მაგრამ დავრჩები ხახამშრალი გრანტი რომ ვერ ავიგო... უგრანტოდ კიდე ხალისი არ ექნება სწავლად... ისე, ადრე ძალიან მეშინოდა ხოლმე, ვერ ჩავაბარებ -მეთქი, ახლა იმის მეშინია, გრანტი რომ ვერ ავიღო, მაგრამ 2 წელია წინ და 2 წელში კიდე იმდენი რამის მოსწრება შეიძლება, უფ! 


   როგორ მოწიწებით ვუყურებდი ხოლმე უფროსკლასელებს პატარა რომ ვიყავი, ახლა კი უკვე მე-11 ში ვარ, არადა ისევ ისეთი პატარები მგონია ჩვენი თავი... რა სწრაფად გადის დრო?! 


   მერე დავამთავრებ და მომენატრება სკოლის წლები და ჩემი "უნისლო ალბიონი". 

1 comments:

clown said...

ხოო მართლაც როგორ მოწიწებით ვუყურებდიტ უფროს კლასელებს ^^
ეხლა რომ ვფიქრობ მართლაც რა სწრაფად გადის დრო :|