ძალიან დაღლილი ვარ ახლა... ინგლისურის თემას ვუზივარ და ვწერ და ვშლი... ნახევარი საათია, რაც სახლში შემოვედი... ერთგან ვიყავი, თქვენ არ დაგაინტერესებთ... და იქ ერთი გოგო გავიცანი, ძალიან საყვარელი გოგოა... :) დარწმუნებული ვარ, კარგად გავუგებთ ერთმანეთს და ვიმეგობრებთ... თბილია, კეთილი... :) იცით, როგორ ვარ ახლა? რაღაც ახალს რომ აღმოაჩენ, არადა ზუსტად რომ იცოდი, რომ ისეთი ადამიანი არსებობდა დედამიწაზე და ადრე თუ გვიან შეხვდებოდი... ამ ბოლო დროს გრძნობების გამოხატვა მიჭირს...
კიდევ ერთი სიგიჟე აღმოვაჩინე ჩემში... ნამდვილად არ ვარ გიჟი, მერწმუნეთ! უბრალოდ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს რომ ვკითხულობ, მგონია, რომ გვერდში მიდგას... ვიმედოვნებ, ამ პოსტის შემდეგ ჩემზე აზრი არ შეგეცვლებათ... :D მართლა მასეთ რამეს ვგრძნობ... რაღაცით ახლოა ჩემთან ეგ კაცი... პაპასავით ახლოა... არ ვიცი რა მემართება... შევიცვალე, თითქოს...
მაგრამ ყველა ისევ ისე მიყვარხართ! :) ისევ ისე მიყვარხართ! :)
0 comments:
Post a Comment