და აი, დადგა შაბათი და როგორც იქნა, გამოვნახე დრო პოსტის დასაწერად... ჩემი კომპიუტერთან ჯდომა სულ რაღაც 15 წუთი გრძელდება ყოველდღიურად, ამ 15 წუთშიც უნდა მოვასწრო, bux.to-ზე შესვლა, pet -ის მიხედვა, e-mail - ების შემოწმება და კი გადის ეს დროც.
ნერვები მეშლება, არადა როგორ მინდა, ყოველდღიურად მოგიყვეთ რა ხდება ჩემს თავს... მერე მავიწყდება ხოლმე და ალაგ-ალაგ მოყოლილს აღარ აქვს ფასი და აღარც ინტერესი!
იდეაში, ხვალ უნდა დავდო ახალი ვიდეო-პოსტი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ დროის გამო, ამიტომ არ შეგპირდებით, უბრალოდ გეტყვით, რომ მინდა!
მე-4 საგნის სავალდებულო გამოცდა დაამატა ეროვნულმა ცენტრმა, ისედაც 4-ის ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ ახლა ჩემი ოთხი სამის ტოლფასი იქნება, ყველა ჩააბარებს... მომეშალა ნერვები! :დ
დღეს, თუ არ ვცდები, "შუა ქალაქის" ახალი სეზონი უნდა დაიწყოს და მოუთმენლად ველი უკვე 1 თვეა!
იქითა კვირას სავარაუდოდ დავით გარეჯში მივდივართ, როგორ მინდა მთელი კლასი, ერთხელ, ოდესმე მაინც წავიდეთ ერთად! :@ რა უბედურებაა,. ამოვიდა ყელში, მე მართლა მშვიდობის მტრედი კი არ ვარ?! ყველგან რომ დავდივარ! :@ გადამრევს რა ეს ხალხიი! მარტო კლასში ეს სიტუაციაა და ცხოვრების მანძილზე რამდენ გიჟს და გადარეულს უნდა ვუყურო! :@
P.S. ამ დღეებში დავდებ bux.to -ს ტუტორიალს. ნამდვილად არაა წამგებიანი საქმე! მე უკვე 12 დოლარი მაქვს! :P
0 comments:
Post a Comment