ზოგი ისეთი ტყუპია, ვერ გაარჩევ, ზოგს - შენ არჩევ და სხვა ვერა, იმიტომ რომ შეჩვეული ხარ, ზოგი კიდე ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, იმასაც ვერ წარმოიდგენ, დები თუ არიან. თამუნა და ნინო მე-2 კატეგორიას მიეკუთვნებიან, მე ვარჩევ, ბევრი არჩევს, ვინც კარგად იცნობს ორივეს, ბევრი - ვერ ანსხვავებს... ზოგს ავიწყდება, რომელი რომელია... ზოგს ის ავიწყდება ხალი რომელს აქვს (ბევრისთვის ეს მათი ერთადერთი გასარჩევი საშუალებაა და იმასაც ვერ იმახსოვრებენ :D ) მოკლედ. სურათს დავდებ და თქვენთვითონ განსაჯეთ, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს თუ ცოტათი...
ხშირად ვაკვირდები ხოლმე ცალ-ცალკე ორივეს, აშკარად სხვადასხვანაირი ღიმილი აქვთ, აშკარად სხვადასხვანაირი ნაკვთები აქვთ, მერე თვითონ მიკვირს ხოლმე, საერთო ჯამში როგორ გვავან-მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ გვანან... :)
მარცხენა - თამუნა, მარჯვენა - ნინო.
თამუნა - უფრო მეოცნებეა, საყვარელია... ბავშვურია... თავისი სამყარო აქვს, ჩემგან ასე ჩანს და ვიცი, რომ ასეცაა! :)
ნინუცა - უფრო პირდაპირია, თავს არავის დააჩაგვრინებს :) მაგრამ მომენტებში ისიც ისეთი საყვარელი და ჩასაკოცნი "მოგეჩვენება" რომ ... :D
მიყვარს, ორივე უზომოდ მიყვარს! აი, ჩემი ორი ერთნაირი სიხარული! :)
3 comments:
მე უბრალოდ გეტყვი რომ მიყვარხარ :)
ra sayvarloba... :) auu ra magari blogi gaqvs.
chemtanac shemo da damikomentare chemo kargo :*
სალო მოგწერე ბლოგროლლზე პასუხი და მადლობ :*
Post a Comment