• RSS

Monday, October 19, 2009

ჩემი მეგობარი ტყუპები

   იმდღეს ვფიქრობდი ამ კვირის სავარაუდო პოსტებზე და გადავწყვიტე, ჩემი მეგობარი ტყუპები გამეცნო თქვენთვის... ალბათ, ბევრ თქვენგანს უოცნებია, თავისნაირი ცალი ჰყოლოდა გვერდით, სიმართლე გითხრათ, მეც ბევრჯერ მდომებია ერთი ჩემნაირი :) 
 
   ზოგი ისეთი ტყუპია, ვერ გაარჩევ, ზოგს - შენ არჩევ და სხვა ვერა, იმიტომ რომ შეჩვეული ხარ, ზოგი კიდე ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, იმასაც ვერ წარმოიდგენ, დები თუ არიან. თამუნა და ნინო მე-2 კატეგორიას მიეკუთვნებიან, მე ვარჩევ, ბევრი არჩევს, ვინც კარგად იცნობს ორივეს, ბევრი - ვერ ანსხვავებს... ზოგს ავიწყდება, რომელი რომელია... ზოგს ის ავიწყდება ხალი რომელს აქვს (ბევრისთვის ეს მათი ერთადერთი გასარჩევი საშუალებაა და იმასაც ვერ იმახსოვრებენ :D ) მოკლედ. სურათს დავდებ და თქვენთვითონ განსაჯეთ, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს თუ ცოტათი... 

   ხშირად ვაკვირდები ხოლმე ცალ-ცალკე ორივეს, აშკარად სხვადასხვანაირი ღიმილი აქვთ, აშკარად სხვადასხვანაირი ნაკვთები აქვთ, მერე თვითონ მიკვირს ხოლმე, საერთო ჯამში როგორ გვავან-მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ გვანან...  :)  


მარცხენა - თამუნა, მარჯვენა - ნინო. 

     თამუნა - უფრო მეოცნებეა, საყვარელია... ბავშვურია... თავისი სამყარო აქვს, ჩემგან ასე ჩანს და ვიცი, რომ ასეცაა! :) 

     ნინუცა - უფრო პირდაპირია, თავს არავის დააჩაგვრინებს :) მაგრამ მომენტებში ისიც ისეთი საყვარელი და ჩასაკოცნი "მოგეჩვენება" რომ ... :D 

   მიყვარს, ორივე უზომოდ მიყვარს! აი, ჩემი ორი ერთნაირი სიხარული! :) 

3 comments:

Nini said...

მე უბრალოდ გეტყვი რომ მიყვარხარ :)

Anonymous said...

ra sayvarloba... :) auu ra magari blogi gaqvs.
chemtanac shemo da damikomentare chemo kargo :*

clown said...

სალო მოგწერე ბლოგროლლზე პასუხი და მადლობ :*